ავიაკომპანიების ახალი რეიტინგი - ათეულში მხოლოდ ერთი ავიაკომპანია მოხვდა, რომელიც საქართველოში ოპერირებს
გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა მოგზაურობის მონიტორინგის კომპანია OAG-მა ავაიაკომპანიების რეიტინგი წარმოადგინა. OAG აწარმოებს ციფრულ ინფორმაციას და პროგრამებს მსოფლიოში მოქმედი ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისა და სახელმწიფო სააგენტოებისთვის.
რეიტინგის პირველ ადგილს სამხრეთკორეული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია T'way Air-ი იკავებს. მას ჯამში 27 028 ფრენა აქვს შესრულებული და ფრენების დროული შესრულებისთვის, რაც არაუმეტეს 15 წუთიან დაგვიანებას გულისხმობს, წლიური 95,6 პროცენტი აქვს მიღებული. რის გამოც OAG-მა უმაღლესი 5 ვარსკვალვი მიანიჭა.
Hong Kong Airlines-ი რეიტინგის მეორე ადგილზეა. ავიაკომპანია ჰონგ-კონგშია დაფუძნებული და დაახლოებით, 30 ქალაქს ფარავს. მას ჯამში, 37 735 ფრენიდან 92,4 დროულად აქვს შესრულებული, რის გამოც მასაც 5 ვარსკვლავი მიენიჭა.
კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია იაპონური Fuji Dream Airlines-ია. მას 24 304 ოპერაცია აქვს განხორციელებული და ფრენების 91,7% დროულად აქვს შესრულებული. ავიაკომოანიამ ოპერირება 2009 წელს დაიწყო და 14 მიმართულებით დაფრინავს.
რეიტინგის მეოთხე ადგილს კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია Canaryfly იკავებს. ავიაკომპანია ესპანურია და დასავლეთ ევროპის რეგიონს ფარავს. მას 12 550 ფრენა აქვს განხორცილებული, აქედან დროულად 90,6% აქვს შესრულებული.
კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია ლატვიური დაბალბიუჯეტიანი კომპანია Air Baltic Corporation-ია. ავიაკომპანიამ ოპერირება 1995 წელს დაიწყო, თვითმფრინავები 68 მიმართულებით დაფრინავენ და ძირითადად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას ფარავენ. ავიაკომპანია საქართველოშიც ოპერირებს. ავიაკომპანიას 51 817 რეისი აქვს შესრულებული და აქედან 90% – დროულად.
კიდევ ერთი ესპანური ავიაკომპანია Binter Canarias რეიტინგის მეექვსე ადგილზეა. ის დასავლეთ ევროპას ფარავს და 20 მიმართულებით დაფრინავს. 67 242 ოპერაცია აქვს შესრულებული და ფრენების 89,6 % დროულად აქვს დასრულებული, რის გამოც მასაც 5 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული.
5- ვარსკვლავიანი ავიაკომპანიების რიცხვს განეკუთვნება ეკვადორული LATAM Airlines Ecuador-იც. მას 10766 ფრენა აქვს განხორციელებული და 89,4% დროულად აქვს შესრულებული.
რეიტინგის მერვე ადგილს გერმანული დაბალბიუჯეტიანი კომპანია TUIfly იკავებს. OAG-მა მასაც 5 ვარსკვლავი მიანიჭა, რადგან შესრულებული 28 179 რეისიდან 89% დროულად აქვს შესრულებული. ავიაკომპანია ძირითადად დასავლეთ ევროპას ფარავს.
5 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული პანამურ კომპანია Copa Airlines-ს, რომელიც ცენტრალურ ამერიკას ფარავს, 121 992 ფრენა აქვს განხორციეკებული და აქედან 88,2 % დროულად აქვს შესრულებული.
კიდევ ერთი იაპონური კომპანია Star Flyer მეათე ადგილზეა, რადგან განხორციელებული 22 274 ფრენიდან 88,1% აქვს დროულად შესრულებული. ამის მიუხედავად მასაც 5 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული.
აღსანიშნავია, რომ OAG-მა ჩამონათვალში მხოლოდ ის ავიაკომპანიები შეიყავანა, რომლებიც თვის განმავლობაში მინიმუმ 600 ოპერაციას ასრულებს.Qatar Airways, რომელმაც საქართველოში ოპერირება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, რეიტინგში მეთოთხმეტე ადგილს იკავებს. ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ფარავს. 167 350 რეისი აქვს განხორცილებეული მათგან 85,5% დროულად.
საქართველოში მოქმედი კიდევ ერთი ავიაკომპანია Air Astana 4-ვარსკვლავიანია, ცენტრალური აზიის რეგიონს ფარავს. 44 887 ფრენა აქვს განხორციელებული და 82,5 მათგანი დროულად.
გერმანულია ავიაკომპანია Lufthansa German Airlines კი, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს 3-ვარსკვლავიანია. მას შესრულებული 522 787 რეისიდან მხოლოდ 73,9% აქვს დროულად განხორციელებული, რამაც რეიტინგში მისი ადგილი განსაზღვრა. Turkish Airlines-იც 3-ვარსკვლავიანია, თუმცა რეიტინგში Lufthansa-ს უსწრებს. ავიაკომპანია ძირითადად დასავლეთ ევროპას ფარავს. განხორციელებული 475 576 ფრენიდან კი 75,1% აქვს დროულად განხორციელებული.
აღსანიშნავია, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ი ჩამონათვალში ვერ მოხვდა.