რამდენი გაქვს ხელფასი? - კითხვა, რომელიც ამერიკის რამდენიმე შტატში აკრძალულია
დიდ ბრიტანეთში დამსაქმებელთა ნახევარი გასაუბრებაზე მისულ დასაქმების მსურველს ეკითხება, რამდენია მათი ამჟამინდელი ხელფასი. ამის შესახებ "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი" წერს. ქალები ყოველთვის უფრო დაბალ ანაზღაურებაზე იწყებენ მუშაობას, ვიდრე მამაკაცები, ამიტომაც, მათ გასაუბრებაზე უწევთ დაბალი ანაზღაურების დასახელება, რაც იმას ნიშნავს რომ ახალი დამსაქმებელი მას წინა ხელფასის მიხედვით გადაუხდის, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა პოზიციაა და რისი გაკეთება მოუწევს მას.
ამიტომაც ხელფასის ოდენობის შესახებ კითხვის დასმა ამერიკის რამდენიმე შტატში უკვე აკრძალულია. მსგავსი აკრძალვის დაწესება სურთ დიდ ბრიტანეთშიც.აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში მამაკაცებისა და ქალების ხელფასებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობაა. კაცები აქ 18%-ით მეტს გამოიმუშავებენ ქალებზე. ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ კომპანიებმა, რომელთაც 250 ადამიანზე მეტი ჰყავთ დასაქმებული, ნათელი უნდა გახადონ არის თუ არა სხვაობა ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის სხვაობა მათ კომპანიაში, ამასთან, დამსაქმებელმა ვაკანსიის განცხადებაში უნდა მიუთითოს რამდენი იქნება ხელფასი, ამგვარად დასაქმების მსურველს ეცოდინება უღირს თუ არა ამ პოზიციაზე რეზიუმეს გაგზავნა.
როგორც "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი" წერს, მსოფლიოს მასშტაბით 217 წელი იქნება საჭირო კიდევ იმისათვის, რომ ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის სხვაობა აღმოიფხვრას.