სად იყო საქართველო რუკაზე 300 მილიონი წლის წინ? - იხილეთ რუკები
ერთ დროს მსოფლიო იმისგან რასაც ჩვენ დღეს მიჩვეულები ვართ, რადიკალურად განსხვავდებოდა. მსოფლიო ერთი დიდი კონტინენტისგან შედგებოდა, სადაც ევრაზია, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ინდოეთი, ანტარქტიდა და ავსტრალია ერთმანეთთან იყო შერწყმული. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 335 მილიონი წლის წინ ამ კონტინენტებმა თავი ერთად მოიყარეს, განცალკევება კი დაახლოებით 175 მილიონი წლის წინ დაიწყეს და ძირითადად სამხრეთ ნახევარსფეროში იყვნენ თავმოყრილი.
მხატვარმა მასიმო პიეტრობონმა შექმნა რუკა, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ, თუმცა, მასზე დატანილ ქვეყნებს თანამედროვე პოლიტიკური საზღვრები შენარჩუნებული აქვთ - წინასწარ გეტყვით, რომ რუკა ყველა მოლოდინს აჭარბებს - რუკაზე გაერთიანებული სამეფო კუნძული აღარ არის და აქვს სახმელეთო საზღვარი საფრანგეთთან, ნორვეგიასთან და ირლანდიასთან, ამერიკის სწეერთებული შტატები კი მაროკოს, მავრიტანიას სენეგალსა და კუბას ესაძღვრება.
კანადას მოსაზღვრე ქვეყნები დანია, პორტუგალია და მოროკო არიან, ესპანეთს კი სახმელეთო საზღვარი აქვს ალჟირთან. მხატვრის მიერ შექმნილი რუკის მიხედვით რომელიც დედამიწის ღრმა წარსულს ასახავს იტალიას ტუნისი ესაზღვრება, საბერძნეთს კი ლიბია. ბრაზილიას, რომელიც თავისი სანაპიროებით არის ცნობილი მხატვრის წარმოდგენით ადრე ზღვაზე გასასვლელი არც ერთი მხრიდან არ ჰქონდა და ნამიბიასა და ლიბერიას ესაზღვრებოდა. ტიბეტი კი ჩინეთის ნაცვლად ავსტრალიასთან იყო დაკავშირებული, ავსტრალია კი ანტარქტიდას ესაზღვრებოდა, რომელიც ინდოეთის შრი-ლანკასა და მოამბიკის გვერდითაა.
რაც შეეხება საქართველოს, იგი დღევანდელი აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის და უკრაინის მოსაზღვრე იყო.