2030 წლიდან სიცხეს ყოველწლიურად 38 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება - რას გვეუბნებიან მკვლევარები ტემპერატურის მატებაზე
მომავალში ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში გარეთ, მიწის ნაკვეთში მუშაობამ, შესაძლოა, ადამიანი რამდენიმე საათში მოკლას. 2100 წლისთვის კი ჩინეთის გარკვეული ნაწილები მთლიანად დაუსახლებელი გახდება, რდაგნ იქ ცხოვრება ადამიანებისთვის შეუძლებელი იქნება.
ჩინეთის დიდი ვაკე ამჟამად 400 მილიონი ადამიანის საცხოვრებელი სახლია და უკიდურესად მნიშვნელოვანი რეგიონი მიწათმოქმედების თვალსაზრისით. თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ცხოვრებისთვის ყველაზე დიდ რისკს წააწყდება
35 გრადუსი ცელსიუსი სიცხისა და მაღალი ტენიანობის პირობებში, ადამიანები ვერ გადარჩებიან თუ გარეთ სპეციალური დაცვის გარეშე 6 საათზე მეტ დროს გაატარებენ. ამ ზღვარს ჩინეთის დიდი ვაკე 2070-დან 2100 წლამდე რამდენჯერმე მიაღწევს, თუ კლიმატის ცვლილებების გამომწვევი მავნე აირების ემისია არ შეჩერდება.
ტემპერატურის მატება 2030 წლიდან მსოფლიოში წელიწადში 38 ათასი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. ის ადამიანები, ვისაც კონდინციონერისა და მაცივრის ქონა არ შეუძლიათ, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, რადგან ეს ასევე შეამცირებს საკვებისა და მედიკამენტების დიდი ხნით შენახვით შესაძლებლობას. აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, დაახლოებით 1,1 მილიარდი ადამიანი საფრთხის წინაშე განსაკუთრებით დგანან.