09 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
14.10.2022 / 12:10
შრიფტის ზომა:

წარმატებული და მდიდარი ადამიანები, რომლებსაც დიპლომი არ აქვთ

წარმატებული და მდიდარი ადამიანები, რომლებსაც დიპლომი არ აქვთ

iPhone, რომელიც, სავარაუდოდ, ამ სტატიის კითხვისას ხეში გიჭირავთ ან ჯიბეში გიდევთ და Windows-ის უკანასკნელი ვერსია, რომელიც დესკტოპზე გიყენიათ იმ ადამიანების მიერ არის გამოგონილი, რომლებსაც უნივერსიტეტი არასდროს დაუმთავრებიათ. დარწმუნებული ვარ სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის შესახებ უკვე გსმენიათ, თუმცა ისინი ერთადერთნი არ არის, ვინც მნიშვნელოვან წარმატებას უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე მიაღწიეს.

უდიპლომო წარმტებულ ადამიანებს შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, სპორტსმენები, ბიზნესმენები და მწერლებიც კი.

ბრედ პიტი ახლა ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო თავისი კარიერული გზა რომ არ შეეცვალა და მისურის უნივერსიტეტი დიპლომის აღებამდე არ მიეტოვებინა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ელენ დეჯენერესმა გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი მისთვის არ იყო, უმაღლესი განათლების მიეღებას თავი პირველი სემესტრის დასრულებისთანავე დაანება და ახალი ორლენის უნივერსიტეტიდან გამოვიდა. ამის ნაცვლად ელენმა სწორი მომენტი დაიჭირა და კომედიურ მონოლოგებში მოსინჯა საკუთარი თავი, რის შედეგადაც 1986 წელს ის The Tonight Show-ში გამოჩნდა.

ჯორჯ კლუნიმ თავის დროზე არჩევანი ჟურნალისტიკაზე შეაჩერა და კენტუკის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა იქ დიდხანს არ გაჩერებულა და სასწავლებლად ცინცინატის უნივერსიტეტში გადავიდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა თავის ოცნებას გაჰყოლოდა და მსახიობი გამხდარიყო, ამიტომ დღეს მსოფლიოშის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ადამიანი უმაღლესი განათლების დიპლომის გარეშე დარჩა.

სკლის დასრულების შემდეგ კენი ვესტიმ ხელოვნების ჩიკაგოს ამერიკულ უნივერსიტეტში სასწავლებლად 1997 წელს სტიპენდია მიიღო და ხატვის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ სასწავლებლად ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდა. დიდ ხანს არც აქ გაჩერებულა და მას შემდეგ რაც 20 წლის გახდა, გადაწყვიტა უნივერსიტეტი მიეტოვებინა და თავის ოცნებას გაჰყოლოდა - ოცნებას, რომ გამხდარიყო მუსიკოსი. The College Dropout კენი ვესტის სადებიუტო ალბომი იყო, რომელმაც გრემის ჯილდი მიიღო.

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის დამაარსებელმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის უნივერსიტეტი სწორედ იმისთვის მიატოვა რომ Facebook-ის თანადამფუძნებელი გამხდარიყო. მარკ ცუკერბერგი Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი 2013 წლის აპრილში გახდა და 2014 წლის ივლისის მონაცემებით, მისი პირადი ბიუჯეტი 33,1 მილიარდ დოლარს ითვლიდა. თუმცა ფილანთროფი ახლა ხელფასის სახით მხოლოდ 1 დოლარს იღებს.

ოპრა უინფრიმ თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებამდე მიიღო და მერლენდში რეპორტიორად მუშაობის შემოთავაზებას დასთანხმდა. შესაბამისად, მას უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს.

ინგლისელმა ბიზნეს მაგნატმა, ინვესტორმა და ფილანტროფისტმა რიჩარდ ბრანსონმა კი 16 წლის ასაკში გაზეთი The Student დაარსა, რომელსაც სკოლაში თავის თანატოლებში ავრცელებდა. მოგვაინებით კი ცნობილი მუსიკალური ფირფიტების გაყიდვა დაიწყო, რომლებსაც საკუთარი მანქანით დაატარებდა და მაღაზიებშიც აბარებდა, ამას ფირფიტების საკუთარი მაღაზიის გახსნა მოჰყვა. ასე ჩაეყარა საფუძველი Virgin Records-ს. ყველაფერი სწავლაზე უარის თქმით დაიწყო.

0x0-1665749103.jpg

უილ სმიტმა თავისი ოცნების კარიერის შექმნისთვის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საინჟინრო პროგრამაზე სწავლაზე უარი თქვა.

ტედ ტერნერი, რომელის ქონება ამ დროისთვის 2,2 მილიარდ დოლარს ითვლის უნივერსიტეტიდან თავისი ნებით არ წამოსულა, ის მას შემდეგ გამოაგდეს, რაც საერთო საცხოვრებლის მის ოთახში ქალი აღმოაჩინეს. საბედნიეროდ მან მამის სარეკლამო კომპანიაში დაიწყო მუშაობა და წარმატებისკენ პერმანენტული სვლა დიპლომის გარეშე დაიწყო.

გასულ საუკუნეში უნივერსიტეტის დამთავრება იშვიათობას წარმოადგენდა, თუმცა მაინც საინტერესო ფაქტია, რომ ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა ჯონ როკფელერმა წარმატებას ყოველგვარი უმაღლესი განათლების გარეშე მიაღწია.

უმაღლესი განათლება არ მიუღია არც ჰენრი ფორდს, რომელმაც თავისი მაქნანით წარმოებისა და ტრანსპორტის სფეროში რევოლუცია მოახდინა. მან ოჯახური ფერმა 16 წლის ასაკშია მიატოვა და საცხოვრებლად დეტროიტში გადავიდა და მანქანების მაღაზიას პრაქტიკის მიღებისთვის მიებარა. თავისი პირველი მანქანა ჰენრი ფორდმა 1896 წელს შექმნა.

უკვე არსებული მაგალითებიდან გამომდინარე შეიძლება არც გაგიკვირდეთ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ თქვენს საყვარელ ჰოლივუდის მსახიობებს შარლიზ ტერონს, ჯონი დეპსა და ჯიმ ქერისაც არ დაუმთავრებიათ უნივერსიტეტი. აქვე გეტყვით, რომ ეს ცნობილი და წარმატებული ადამიანების სრული ჩამონათვალი არ არის, ვინც კარიერის მწვერვალებს უმაღლესი განათლების დიპლომის გარეშე მიაღწიეს.

თუმცა, საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილმა ადამიანებმა უნივერსიტეტი იმიტომ მიატოვეს, რომ ზუსტად იცოდნენ რა უნდოდათ და რა მიმართულებით აპირებდნენ საკუთარი რესურსების მიმართვას.

ასევე დაგაინტერესებთ:

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ უნდა მივიღოთ რუჯი დამწვრობის გარეშე და როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს? | Allnews.Ge

როგორ უნდა მივიღოთ რუჯი დამწვრობის გარეშე და როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს?

მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა "სწორ ზომად".რეალურად, რუჯის უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს, თუმცა არსებობს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, კანის დამწვრობას ავირიდებთ თავიდან.

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ რუჯი კანისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის, რადგან ის არ იწყებს ფერის შეცვლას იქამდე, სანამ ულტრაიისფერი სხივები ჩვენს კანში ღრმად არ შემოაღწევენ და დნმ-ზე ზემოქმედებას არ მოახდენენ. სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რეზიდენტი, დერმატოლოგი როქსანა დანეშუ განმარტავს, რომ ამ პროცესს კანის კიბოს რისკის ზრდა შეუძლია.

"უსაფრთხო გარუჯვა ცნების სახით არ არსებობს, რაც კანის ფერის შეცვლა რისკებთან არის დაკავშირებული. კანის უჯრედები იქამდე ზიანდებიან მზის სხივებისგან, სანამ არ დაიხოცებიან", - აღნიშნავს დერმატოლოგი.

თუ მაინც გადაწყვეტთ გარუჯვას, მისი თანმდევი რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად, რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ:

  • მოვერიდოთ სოლარიუმს და მივიღოთ ბუნებრივი ულტრაიისფერი სხივები

ლონდონში მდებარე The Cranley Clinic-ის ექიმი ნიკ ლოუი გვეუბნება, რომ სოლარიუმის მოხმარებისას დიდი ოდენობით UVA (ულტრაიისფერი A-სხივები) გამოიყოფა და ამავდროულად, საერთოდ ვერ ვიღებთ UVB-ს, რომელიც D ვიტამინის სტიმულაციას უზრუნველყოფს. მედიკოსის თქმით, ეს პროცესი კანის კიბოს რისკს 75%-ით ზრდის.

  • სწორად შევარჩიოთ მზისგან დამცავი საშუალება

მზისგან დამცავის შეფუთვაზე არა მხოლოდ SPF-ს (Sun Protection Factor - კანის დამცავი ფაქტორი), არამედ UVA-ს (ულტრაიისფერი A-სხივები) შესახებ განმარტებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომლის აღწერაშიც სასურველია, ეწეროს "მაღალი".

უმჯობესია, არ გამოვიყენოთ SPF 30-ზე ან SPF 50-ზე დაბალი მახასიათებლის მქონე მზისგან დამცავი საშუალება, რადგან ისინი მავნე ულტრაიისფერი სხივების უმეტესობას ფილტრავენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუჯის მიღებას ვერ შევძლებთ. ასე თავიდან ავიცილებთ დამწვრობას. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, უფრო მაღალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავი ესაჭიროება მას. ამასთან, სასურველია, მზისგან დამცავი საშუალება კანზე ყოველ 2 საათში ერთხელ დავიტანოთ.იმ შემთხვევაშიც, თუ რუჯს საერთოდ არ ვიღებთ, დერმატოლოგების რეკომენდაციით, მზისგან დამცავი საშუალების მოხმარება ყოველდღიურად სასურველია.

  • დავუჯეროთ ექიმებს, როცა მზეზე გასვლის სწორი დროის შესახებ მიგვითითებენ

შუადღის 14:00 საათზე მზისგულზე ყოფნა არასდროს არის უსაფრთხო, ყველაზე მაღალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავიც რომ გვესვას. ქართველი ექიმები გვირჩევენ, რომ პირველ ჯერზე მზეზე გასვლისას 20 წუთიც საკმარისია. ამასთან, რუჯი დილის 10:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან უნდა მივიღოთ.

  • მოვერიდოთ სხვადასხვა კარაქს და მსგავს გასარუჯ საშუალებას

წესი N1: არასდროს უნდა გამოვიყენოთ გასარუჯი საშუალება, რომელიც არ შეიცავს SPF-ს. მოგეხსენებათ, ქოქოსის, შიის, კაკაოს და მსგავსი კარაქები, რომელთა მეშვეობით რუჯის მიღება დღეს ძალიან პოპულარულია, როგორც წესი, არ შეიცავს SPF-ს და მათი კანზე დატანა რუჯის მიღებისას საფრთხესაც კი წარმოადგენს. მაგალითად, ზოგიერთი ქოქოსის კარაქი მხოლოდ 20%-ით გვიცავს მზის მავნე სხივებისგან.

პირველ რიგში, რუჯი კანის დაბერების საფრთხეს შეიცავს და განსაკუთრებით, როცა მსგავსი საშუალებების გამოყენებით ვაჩქარებთ ამ პროცესს, მაღალი ალბათობით, კანი დაიწვება, დაზიანდება და ამას შეიძლება მოჰყვეს სხვა თანმდევი პროცესები. შესაბამისად, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ჩავიგდებთ.

  • კანის გამოშრობის შემთხვევაში მივმართოთ სამედიცინო საშუალებებს და არა სახალხო მეთოდებს ან კოსმეტიკას

მიუხედავად რისკებისა, გვიჭირს ზღვაზე დასვენებასა და რუჯზე უარის თქმა. თუ მზისგან დამცავ საშუალებას ვიყენებთ, ბევრ წყალს ვსვამთ და სწორ დროს ვირუჯებით, დამწვრობის ნაცვლად, ოქროსფერ შეფერილობას მივიღებთ, თუმცა შეიძლება კანი გამოშრეს და აიქერცლოს.სასურველია, ეს პროცესი უყურადღებოდ არ დავტოვოთ. უნდა მოვერიდოთ კანის მექანიკურად აძრობას. გამომშრალი და ფერშეცვლილი კანის უჯრედები უკვე დაზიანებულია და სასურველია მასზე არა რაიმე ტიპის ზეთის ან კარაქის, არამედ სამედიცინო საშუალების დატანა. შეგვიძლია გამოვიყენოთ დექსპანთენოლის შემცველობის მქონე საშუალება (მაგალითად, საერთაშორისოდ აღიარებული მალამო "რეკრეოლი").

დექსპანთენოლი ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. ის ქსოვილებში პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც კოფერმენტ A-ს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიუმის ნორმალურად ფუნქციონირებაში, ფიბრობლასტების ზრდასა და კანის აღდგენის დაჩქარებაში. სხვადასხვა კარაქის დაზიანებულ კანზე მოხმარებას დერმატოლოგები რეკომენდაციას ნაკლებად უწევენ.

Ambebi.ge