
საქართველოში შვილის აყვანის 3262 მსურველია რეგისტრირებული, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი კი, 161-ს აქვს.
შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 161 ბავშვიდან 120 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მშვილებელი კანდიდატების მხრიდან მათზე უარის თქმის მიზეზი ხდება.
სააგენტოს განმარტებით, შვილად აყვანა ხორციელდება რიგითობის პრინციპის დაცვით, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს შვილად აყვანის შემდეგ წესს: პირდაპირს, ნათესაურს, ფაქტობრივს და მიმღების უპირატესობით, როდესაც საქმის გარემოებებიდან და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე რიგითობის პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პირი, რომელიც ახლა რიგითობის მიხედვით, უკვე სიაში პირველია, 1998 წლის 1-ელ ივნისს დარეგისტრირდა, ხოლო მშვილებელ კანდიდატთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირებულ პირთა შორის უკანასკნელი გასულ კვირას მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 26 იანვარს არის დარეგისტრირებული.
რაც შეეხება ზოგადად, შვილად აყვანის მსურველების დარეგისტრირების ტენდენციას, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, 2012 წელს მშვილებელ კანდიდატთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირდა ბავშვის შვილად აყვანის მსურველი 577 პირი/ოჯახი, 2013 წელს-574 პირი/ოჯახი, 2014 წელს-356 პირი/ოჯახი, 2015 წელს-274 პირი/ოჯახი, 2016 წელს-244 პირი/ოჯახი;
ბავშვის შვილად აყვანის ინტენსივობის მაჩვენებელი კი ასეთია - 2012 წელს მშვილებელ კანდიდატთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირებულმა 209 ოჯახმა/პირმა განახორციელა შვილად აყვანა, 2013 წელს-219-მა ოჯახმა/პირმა; 2014 წელს- 176-მა ოჯახმა/პირმა; 2015 წელს-164-მა ოჯახმა/პირმა; 2016 წელს- 130-მა ოჯახმა/პირმა; სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას შვილად აყვანის მსურველები სასურველ მოთხოვნებს უთითებენ. კრიტერიუმებს შორის 0-დან 2 წლამდე ასაკი და ეროვნებით ქართველი ბავშვის მოთხოვნა დომინირებს.
3262 მშვილებლიდან 505 მშვილებელი უპირატესობას ანიჭებს მამრობითი სქესის, 855 კი, მდედრობითი სქესის ბავშვს, ხოლო დანარჩენისათვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს.
ამასთან, როგორც ცნობილია, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სამართლებრივი რეგულაციები იცვლება. საქართველოს პარლამენტში "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მოიწონა და საგაზაფხულო სესიაზე ცვლილებების კენჭისყრა იგეგმება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შანდუნის პროვინციის ქალაქ ცინდაოსთან ახლოს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტის მშენებლობა დასრულდა.
ცინდაო იაოდონგის საერთაშორისო აეროპორტი (Qingdao Jiaodong International Airport) ასე ეწოდება თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აეროპორტს, რომელსაც ზღვის ვარსკვლავის ფორმა ექნება.
CNN-ის ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობა ჯამში 41 მილიარდი იუანი ( 5.8 მილიარდი აშშ დოლარი) დაჯდა და მისი მთლიანი ფართობი 3 066 ჰექტარია.
ამასთან, აეროპორტი 4F-კლასის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე დიდი საჰაერო ხომალდების- A380-ისა და Boeing 787-ის მიღებას შეძლებს.
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, აეროპორტის სრულიად ამუშავების შემდეგ, წელიწადში ის 60 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება და 452 000-მდე ავიარეისს შეასრულებს.
რაც შეეხება აეროპორტის უცნაურ, ზღვის ვარსკვლავის ფორმას, ის მგზავრებს საშუალებას მისცემს გასასვლელებამდე მანძილი მნიშვნელოვნად შეამცირონ და ავიარეისებს შორის გადაჯდომის დრო დაზოგონ.
ამასთან, ცინდაო იაოდონგის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ყურადღება დაეთმობა გამწვანებასა და განახლებადი რესურსების გამოყენებას. აეროპორტში უზარმაზარი ხელოვნური ჩანჩქერიც მოეწყობა, სადაც წვიმის დროს შეგროვებულ წყალს გამოიყენებენ.
აეროპორტი დაკავშირებული იქნება რკინიგზასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რაც ქალაქამდე გადაადგილებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
ჩინეთის ტურიზმის სააგენტო იმედს გამოთქვამს, რომ ახალი აეროპორტი ქალაქ ცინდაოსა და მის შემოგარენში ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მკითხველის კომენტარები
(0)