სადილობა იზოლირებულ კაბინებში- სტამბოლის რესტორნებში სპეციალური კაბინები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ადამიანები სოციალურ დისტანციის დაცვას ყველანაირად ცდილობენ. ამასთან რამდენიმეთვიანი კარანტინის შემდეგ ადამიანებს სურთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ და სტრესი დაივიწყონ.
ამის გათვალისწინებით, სტამბოლში არსებულმა რამდენიმე საკმაოდ ძვირადღირებულმა რესტორანმა გადაწყვიტა სპეციალური გამჭვირვალე კაბინები გაეკეთებინა, რომლის მეშვეობითაც მისი სტუმრები საღამოს სასიამოვნოდ გატარებასა და სოციალური დისტანციის დაცვას ერთდროულად შეძლებენ.
ერთ-ერთი ასეთი რესტორნის მფლობელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო რესტორანი 3 თვის განმავლობაში დაკეტილი იყო და ივლისიდან გაიხსნა.
„გადავწყვიტეთ იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით აშინებთ კორონავირუსის პანდემია სპეციალური პირობები შეგვექმნა, რათა თავი უფრო კარგად ეგრძნოთ. ჩვენმა იდეამ გაამართლა და მსურველი ძალიან ბევრი აღმოჩნდა. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში რესტორნის თითოეული მაგიდა უკვე წინასწარ დაჯავშნილია.“-აცხადებს ის.
აღსანიშნავია, სტუმრების მოსვლამდე თითოეულ კაბინას საგულდაგულოდ ასუფთავებენ და დეზინფექციას უკეთებენ. კაბინაში გაგრილების სისტემა მუდმივად მუშაობს.