13 მითი სტალინის შესახებ, რომელიც ხალხს დღემდე სჯერა
საბჭოთა კავშირის ქართული წარმოშობის ბელადის, იოსებ სტალინის შესახებ საზოგადოებაში არაერთი მცდარი მითი და ლეგენდა არსებობს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის დაზვერვის სამსახური შეგნებულად ავრცელებდა.
მიუხედავად იმისა, რომ სტალინის გარდაცვალებიდან (1953 წ.) და საბჭოთა კავშირის დაშლიდან (1991) უკვე ათწლეულები გავიდა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ის კვლავ საკულტო ლიდერია და მას ბევრ დამსახურებას მიაწერენ.
სწორედ ამ მითების გასაქარწყლებლად ისტორიკოსებმა გადაწყვიტეს თავი მოეყარათ საბჭოთა კავშირის ლიდერის შესახებ ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ლეგენდებისთვის და წიგნი სახელწოდებით "13 მითი სტალინის შესახებ" გამოეცათ.
წიგნის თითოეული თავი ერთ კონკრეტულ მითს შეეხება და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით დასაბუთებულია თუ რატომ არ შეესაბამება ისინი სიმართლეს და როგორ ავრცელებდა მათ საბჭოთა პროპაგანდის მანქანა.
წარმოგიდგენთ 13 მითს სტალინის შესახებ, რომლებიც ხალხს დღემდე სჯერა:
- "მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო";
- "ადამიანთა მასობრივი დახვრეტის შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა";
- "წითელი არმია საქართველოში ლენინმა შემოიყვანა და ამაში სტალინს ბრალი არ მიუძღვის";
- "სტალინი რელიგიური ადამიანი იყო";
- "სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოებაზე";
- "სტალინი ბრწყინვალე მმართველი იყო";
- "სტალინი კარგი ქართველი იყო -უყვარდა ქართული კულტურა და ტრადიციები";
- "სტალინი ასკეტურად ცხოვრობდა და მატერიალური სიმდიდრე არ აინტერესებდა";
- "სტალინმა საკუთარი შვილის სიცოცხლე სახელმწიფო ინტერესებს შესწირა";
- "სტალინი მარქსის იდეების ერთგული გამგრძელებელი იყო";
- "სტალინი ძლიერი ორატორი იყო";
- "სტალინს ოცი ათასამდე წიგნი ჰქონდა წაკითხული";
- "სტალინის ძეგლი ახლაც დგას ევროპის ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე".
დამატებითი ინფორმაცია წიგნის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://13mythsaboutstalin.ge/