09 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
17.08.2016 / 12:08
შრიფტის ზომა:

თურქული მედიის ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდეს

თურქული მედიის ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდეს

სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ერთ-ერთი მოქალაქე შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

როგორც გამოცემა Daily Sabah-ი წერს, საუბარია თურქეთის მოქალაქე ადილ ოკსუზზე, რომელიც, ხელისუფლების ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე უშუალოდ ფეთჰულა გიულენთან გადიოდა კონსულტაციებს და ამ მიზნით აშშ-შიც იმყოფებოდა.

Daily Sabah-ი წერს, რომ სწორედ ოკსუზმა, გიულენის თანხმობის შემდეგ, თურქ გენერლებთან ერთად სამხედრო გადატრიალების გეგმა შეიმუშავა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

49 წლის ადილ ოკსუზი თურქეთის ქალაქ საკარიაში, თეოლოგიის ლექტორად მუშაობდა, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ის დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც საზღვარგარეთ გაიქცა. ოკსუზზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული. თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს ყველა ის პირი, რომელმაც, მათი ვარაუდით, ოკსუზს ქვეყნიდან გაქცევაში დახმარება გაუწია.

Daily Sabah-ის ცნობით, თურქული მედიასაშუალებების ნაწილი იტყობინება, რომ ადილ ოკსუზი შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდეს. ჟურნალისტების ნაწილის მტკიცებით, საქართველოში ასევე იმყოფება თურქეთში ცნობილი პროკურორი, ვინმე ზაქარია ოზი, რომელიც გიულენთნ კავშირშია ეჭვმიტანილი და სამშობლოდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ძალოვანმა უწყებამ მისი დაკავების ორდერი გასცა.

Daily Sabah-ის ცნობით, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი მომხმარებელი იმასაც წერს, რომ ოკსუზი და ოზი ერთად ნახეს ერთ-ერთ ქართულ რესტორანში, თუმცა თურქეთის ხელისუფლებას აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ, როდესაც თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორივე მათგანი საქართველოში დააკავეს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა იქვე დასძინა, რომ თურქულ მხარეს ამ საკითხზე „საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტი აქვს“.

Daily Sabah-ის ცნობით, უახლოეს მომავალში ადილ ოკსუზზე სავარაუდოდ, საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებენ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსგავსი სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება | Allnews.Ge

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება

თანამედროვე მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

როგორც BBC წერს, გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ყველაზე დიდი და მასიური ყინულის ფენაა დარჩენილი, ყინული რეკორდული სისწრაფით დნება

გამოცემის ცნობით, საუბარია აისბერგზე, სახელად 79N-ზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 110 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები კი აჩვენებს, რომ ის პატარ-პატარა ყინულებად იშლება.

მეცნიერთა თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია კლიმატის სწრაფი წცვლილების. პროფესორი ჯენი ტარტონი ამბობს, რომ 1980 წლიდან ამ დრომდე ატმოსფერო აღნიშნულ რეგიონში დაახლოებით 3C-ით უფრო თბილია. მისივე განმარტებით, 2019 და 2020 წლებში ზაფხულში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა.

პროფესორ ენდი შეფერდის თქმით, თუ ყინულის დნობის პროცესი ასეთი სისწრაფით გაგრძელდება, საუკუნის მიწურულისთვის მხოლოდ გრენლანდიის დნობის გავლენით, ზღვის დონე დაახლოებით, 7 სმ-ით აიწევს, რაც საფრთხეს შეუქმნის დაბლობში მცხოვრებ ადამიანებს. მკვლევართა პროგნოზით, ყოველივე არაერთი დასახლებული ადგილის დატბორვისა და ჩაძირვის მიზეზი გახდება.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების გავლენით ყინული დნება ანტარქტიდაზეც. 2020 წლის თებერვალში ანტარქტიდას გიგანტური აისბერგი მოსწყდა.

აისბერგის, სახელად B49-ის ფართობი, საერთო ჯამში, 200 კვადრატული კილომეტრი იყო, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ნაწილებად დაიშალა და შედეგად შედარებით მცირე ზომის აისბერგები წარმოიქმნა, ხოლო დარჩენილი, ყველაზე დიდი აისბერგის ფართობი ამ ეტაპზე 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.