29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
15.02.2016 / 06:02
შრიფტის ზომა:

რატომ გაეზარდა ზოგიერთ აბონენტს გაზის ხარჯი

მომხმარებელთა უფლებები ყველაზე ხშირად იქ ირღვევა, სადაც მონოპოლია არსებობს. საქართველოში ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორში ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიები ჩამოყალიბდა და აბონენტების უკმაყოფილებასაც ყველაზე ხშირად სწორედ ამ კომპანიების მიმართ გაიგონებთ. ზოგი არასტაბილური ენერგომომარაგების გამო ჩივის, ზოგიც დაუსრულებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ზოგსაც მიაჩნია, რომ კომუნალური გადასახადი უსამართლოდ დაარიცხეს. ბოლო დროს კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი - რამდენიმე მომხმარებელმა შემოგვჩივლა, რომ იმავე მოხმარების პირობებში, ბუნებრივი აირის გადასახადი გაეზარდათ.

ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა გათბობის სისტემებიც შეამოწმებინა, თუმცა ისინი გამართულად მუშაობდნენ. შესაბამისად, გაჩნდა ვერსიები, რომ ბუნებრივ აირში ჰაერს ან სხვა გაზს ურევენ, რომ წნევაა დაბალი ან მრიცხველები არ მუშაობს გამართულად. სპეციალისტები კი რამდენიმე არსებით გარემოებაზე საუბრობენ, რაც არა მხოლოდ აბონენტების უფლებებს, არამედ მათ უსაფრთხოებასაც ეხება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სოსო სიმონიშვილი, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე: "ფაქტობრივად, შეუძლებელია ბუნებრივ აირს ჰაერი ან სხვა გაზი შეურიონ. ეს შეიძლება მილებში აფეთქების მიზეზი გახდეს და ტექნიკურადაც ძნელია, რადგან ამისთვის საკომპრესორო სადგურები უნდა აშენდეს. გაზის წნევას რაც შეეხება, თბილისში გაზის მეურნეობის მშენებლობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დასრულდა და მას შემდეგ ცენტრალური მაგისტრალები აღარ გაფართოებულა. ეს ქსელი კი ქალაქს ვეღარ აუდის, განსაკუთრებით, ზამთარში, როცა გაზის მოხმარება იზრდება და წნევაც ეცემა. ასეთი ძველი ქსელით სარგებლობა საშიშიც არის. სპეციალისტებმა იციან, რომ სხვადასხვა საშუალებით თუ შეძლებენ წნევის გაზრდას, გაცვეთილი და დაფხავებული ქსელი ვერ გაუძლებს, რასაც შესაძლოა უმძიმესი ავარიები მოჰყვეს.

ემა ტუხიაშვილი

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რატომ გაეზარდა ზოგიერთ აბონენტს გაზის ხარჯი | Allnews.Ge