
"ღამის მგლები" 9 მაისთან და "ბერლინზე გამარჯვების" საერთაშორისო მოტომსვლელობასთან ასოცირდება, თუმცა, პირველად რუსეთის მოტოკლუბმა მსგავსი მსვლელობა 2015 წელს გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად გამართა. თავად კლუბი კი საბჭოთა კავშირის პერიოდში 1989 წლის 31 მაისს ჩამოყალიბდა. 1995 წლიდან ის რუსეთში დარეგისტრირებულია, როგორც საჯარო არაკომერციული ორგანიზაცია "რუსი მოტოციკლისტები".
თავდაპირველად კლუბს ლათინური დასახელება Moto Gang (MT) ჰქონდა. ღამის ხმაურიანი მსვლელობებით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის კი მათ ხულიგნებს ეძახდნენ. ისინი არაფორმალურ როკ-კლუბებთან თანამშრომლობდნენ და ხშირ შემთხვევაში როკ-კონცერტების დასაცავად იწვევდნენ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, "ღამის მგლების" წევრები ბიზნესის არაოფიციალურ დამცველებადაც გვევლინებიან.
რუსი მოტოციკლისტების კლუბს ბევრი ქვედანაყოფი აქვს როგორც რუსეთის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. "ღამის მგლების" წევრები მოქმედებენ ბელორუსში, უკრაინაში, ბულგარეთში, მაკედონიაში, სერბეთსა და რუმინეთში. 2015 წელს კლუბი ჩეჩნეთშიც გაიხსნა, მისი ლიდერი კი რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი გახდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კლუბს ამ დროისთვის საკუთარი განცხადების საფუძველზე 5 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრობა მკაცრი წესით რეგულირდება, რომლის მიხედვითაც "ღამის მგლის" სტატუსს ვერ მიიღებს ქალი, ნარკომანი, ნარკოდილერი, ჰომოსექსუალი და სატანისტი.
"ღამის მგლები" საწევროს იხდიან, თუმცა ეს არც კლუბში ყოფნის განმაპირობებელია და არც სავალდებულო.
"ღამის მგლების" დაარსების მომენტიდან ლიდერი ალექსანდრ ზალდასტანოვია. კლუბის წევრები მას "ქირურგს" ეძახიან. თავად საკუთარ თავს ის პუტინის მეგობარს უწოდებს.
კლუბი ყოველწლიურად ბაიკ-შოუებსა და ბაიკ-ფესტივალებს აწყობს. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე "ღამის მგლებმა" ფესტივალი სევასტოპოლში გამართეს.
საინტერესოა, რომ კლუბი ხელს უწყობს მოყვარულ-მექანიკოსთა მუშაობას, რომლებიც ძირითადად მოტოციკლების აწყობა-გამოშვებით არიან დაკავებულები, მათი ნამუშევრები კი სხვადასხვა გამოფენის ექსპონატები ხდება.
კლუბი ბაიკერებისთის ტანსაცმლის ხაზს Wolf Wear-საც უშვებს. "ღამის მგლების" დაარსებულია გუნდი Wolf Racing, რომელიც ავტო და მოტო რალის დისციპლინებში ვითარდება.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ "ღამის მგლები" სამთავრობო წრეებთან არის დაახლოებული. პირველად პოლიტიკურ აქციაზე კლუბის წევრები 2008 წელს გამოჩნდნენ, როდესაც დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტად არჩევის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე მივიდნენ.
2011 წელს მათ ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრის რანგში შეხვდა, რუსეთის ეროვნული დროშა აჩუქა და მოტომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
ღამის მგლების "მაიდნის" აქციების დროს სახელისუფლებო ძალების დაცვასაც უზრუნველყოფდნენ, ზალდასტანოვი "ანტიმაიდნის" ორგანიზატორადაც გვევლინება და სახელისუფლებო დაფინანსებასაც დიდი ოდენობით იღებს.
2013 წელს კლუბმა ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი რუბლი, 2014 წელს კი 7 მილიონი რუბლი მიიღო. მთლიანობაში კლუბის ანგარიშზე ნახევარ წელში 41 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, 2015 წელს ბიუჯეტიდან მათთვის კიდევ 56 მილიონი რუბლი და სევასტოპოლში 267 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოიყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ღამის მგლები" აქტიური კონტაქტები აქვთ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ კლუბის წევრები მოტომსვლელობებს და სხვა ღონისძიებებს საეკლესიო კალენდართან ათანხმებენ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ "ღამის მგლების" ყველა წევრზე სანქციები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესში თანამონაწილეობისთვის დააწესეს. 2015 წელს მათ მოულოდნელად შენგენის ვიზებიც გაუუქმდათ, რის გამოც მათ 9 მაისისთვის დაგეგმილ საერთაშორისო მოტომსვლელობაში მონაწილეობას ვეღარ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ფაქტმა რუსეთის საგარეო უწყებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პეკინმა პირველად ნიუ-იორკს მილიარდერების რაოდენობით გაუსწრო. ამის შესახებ "ბიბისი" წერს. გავრცელებული ცნობით, გასული წლის შემდეგ პეკინში 32 ახალი მილიარდერი გაჩნდა. შედეგად ამ დროისთვის ჩინეთის დედაქალაქში 100 მილიარდერი ცხოვრობს, ნიუ-იორკში კი 95. მესამე ადგილას მილიარდერების რაოდენობის მიხედვით მოსკოვია, მეოთხეზე კი ჰონკ-კონგი. ხოლო მეხუთე ადგილს ჩინეთის კომერციული ცენტრი - შანჰაი იკავებს.
მთლიანად ჩინეთში ბოლო მონაცემებით, 568 მილიარდერი ცხოვრობს, აშშ კი 535. ჩინელი მილიარდერების საერთო ქონება 1,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
Hurun Global Rich-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა 99-ით გაიზარდა და 2188 შეადგინა, რაც ახალი რეკორდია. მილიარდერების რაოდენობა წელს 50 პროცენტით მეტია 2013 წელს არსებულ რაოდენობასთან შედარებით.
ამასთან ანგარიშის მიხედვით, გასული წელი კარგი წელიწადი იყო მწარმოებლებისთვის, ფარმაცევტული ბაზრისთვის, ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების კუთხით, ხოლო ცუდი წელი იყო ენერგოსექტორისა და უძრავი ქონების სექტორისთვის.
რაც შეეხება ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს, Hurun Global Rich-ის კვლევის მიხედვით, განახლებულ სიაში პირველ ადგილს კვლავ ამერიკელი ბილ გეითსი იკავებს 80 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილს უორენ ბაფეტი 68 მილიარდით, ხოლო მესამეზეა ამანსიო ორტეგა 64 მილიარდი დოლარით.
მკითხველის კომენტარები
(1)
ბიძინა ამათთან შედარებით "მათხოვრად" გამოიყურება და კიდევ დახმარებას სთხოვს ზოგიერთი.