საზოგადოება
18.07.2017 / 09:07
შრიფტის ზომა:

უზნაძის ქუჩაზე მოკლული 19 წლის გოგონას ბიძაშვილი დანაშაულს აღიარებს

უზნაძის ქუჩაზე მოკლული 19 წლის გოგონას ბიძაშვილი დანაშაულს აღიარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 22 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილის ბიძაშვილია, ბრალს აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ უწყებამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რ.ა., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ფოთში დააკავეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს - 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა გორთან წლის ბოლომდე დასრულდება | Allnews.Ge

ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა გორთან წლის ბოლომდე დასრულდება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ამ პროექტთან დაკავშირებით რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება. სამუშაოები დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება ახალი, 20 მეგავატიანი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური, რომელიც განთავსდება გორის მახლობლად, საავტომობილო მაგისტრალთან, რომელიც საკმაოდ თვასაჩინოდ იქნება განთავსებული, - განაცხადა ხმალაძემ.

დღეს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს განკარგულების პროექტი - "ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადების თაობაზე"' განიხილეს.