
უამინდობამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართველ ფერმერებს: უჩვეულოდ თბილ თებერვალს მარტის სუსხიანი და ცივი ამინდები მოჰყვა, რამაც დასავლეთ საქართველოში ხეხილის ნარგავები ერთიანად დააზიანა. გურიასა და სამეგრელოში მცხოვრები ფერმერების თქმით, მათ სოფლებში ვაშლი, მსხალი, ტყემალი და ვაზი უკვე აყვავებული იყო, თუმცა, ყინვამ და სიცივემ ყველაფერი დააზიანა, ყველაზე მეტად კი კივის პლანტაციები.
ჯაბა ჭეიშვილი, ფერმერი, ოზურგეთის რაიონის მკვიდრი: "არც მიკვირს, რომ კივის მოსავალი ნაკლები მოვიდეს: თებერვალში ტემპერატურამ 20-25 გრადუსს მიაღწია, მერე კი, თბილ ამინდებს ერთბაშად უამინდობა მოჰყვა: მარტის დასაწყისში ჩვენს რაიონში თოვლი მოვიდა და უკვე აყვავებული კვირტები ძირს ჩამოყარა. საერთოდ, კივის ნარგავებს ყინვა და სიცივე ყველა სხვა კულტურაზე მეტად აზიანებს, რის გამოც გურიაში კივი მთლიანად განადგურდა. ყინვას თხილი უძლებს, ხოლო კივი მინუს 1 გრადუსზეც კი ზიანდება. ოზურგეთის ახლო-მახლო ბევრი სოფელი დაზარალდა. ამ სოფლებში კივის მოსავლის იმედი წელს უკვე აღარა აქვთ".
კივის პლანტაცია დაუზიანდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიას მკვიდრ დემურ ფიფიასაც, რომელიც ამავე სოფელში დაარსებული კოოპერატივის "ტყაია-2015"-ის თავმჯდომარეა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"სხვა მცენარეების მსგავსად, კივი უკვე აყვავებული იყო. ასეთ დროს ერთი ღამეც რომ იყოს ყინვა, საკმარისია, რომ კივის მოსავალი განადგურდეს. კივის ფოთლები მთელ ბაღში ყრია, რაც ნიშნავს, რომ წელს კარგ მოსავალს არ უნდა ველოდეთ. ალბათ მოსავლის 10 პროცენტს თუ ავიღებთ. ჩემს პლანტაციაში წელიწადში 4-5 ტონა კივი მოდიოდა, წელს კი, 100 კილოგრამი თუ მოვა, მადლობელი ვიქნები. მინდა კიდევ ერთი სატკივარი გაგიმხილოთ: სადაზღვევო კომპანიები სათანადოდ არ გვეხმარებიან. მათ პროგრამაში მხოლოდ საშემოდგომო წაყინვაა ნახსენები, საგაზაფხულო წაყინვას კი საერთოდ არ აფინანსებენ. არადა, შემოდგომის ყინვა ისე მავნებელი არ არის, როგორც გაზაფხულისა. რამდენჯერმე დავსვით ეს საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე, მაგრამ ჯერჯერობით მიზანს ვერ მივაღწიეთ. შარშანწინ ტრენინგებზე წაგვიყვანეს თურქეთში და გული დამწყდა: იქ ფერმერი ავტომატურად არის დაზღვეული ასეთი ზარალისგან, დოტაციას აძლევენ, ხელს უწყობენ... ჩვენ ამას ოდესმე თუ ვეღირსებით?!", - აღნიშნავს დემურ ფიფია.
ზუგდიდის რაიონში, სოფელ ზედა ეწერში შპს "გემოვანის" წევრებს კივი 10 ჰექტარზე აქვთ გაშენებული. როგორც შპს-ის დირექტორმა, მერაბ ფიფიამ გვითხრა, მათი პროდუქცია ევროპელმა სპეციალისტებმა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს. იხილეთ გაგრძელება
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
უამინდობამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართველ ფერმერებს: უჩვეულოდ თბილ თებერვალს მარტის სუსხიანი და ცივი ამინდები მოჰყვა, რამაც დასავლეთ საქართველოში ხეხილის ნარგავები ერთიანად დააზიანა. გურიასა და სამეგრელოში მცხოვრები ფერმერების თქმით, მათ სოფლებში ვაშლი, მსხალი, ტყემალი და ვაზი უკვე აყვავებული იყო, თუმცა, ყინვამ და სიცივემ ყველაფერი დააზიანა, ყველაზე მეტად კი კივის პლანტაციები.
ჯაბა ჭეიშვილი, ფერმერი, ოზურგეთის რაიონის მკვიდრი: "არც მიკვირს, რომ კივის მოსავალი ნაკლები მოვიდეს: თებერვალში ტემპერატურამ 20-25 გრადუსს მიაღწია, მერე კი, თბილ ამინდებს ერთბაშად უამინდობა მოჰყვა: მარტის დასაწყისში ჩვენს რაიონში თოვლი მოვიდა და უკვე აყვავებული კვირტები ძირს ჩამოყარა. საერთოდ, კივის ნარგავებს ყინვა და სიცივე ყველა სხვა კულტურაზე მეტად აზიანებს, რის გამოც გურიაში კივი მთლიანად განადგურდა. ყინვას თხილი უძლებს, ხოლო კივი მინუს 1 გრადუსზეც კი ზიანდება. ოზურგეთის ახლო-მახლო ბევრი სოფელი დაზარალდა. ამ სოფლებში კივის მოსავლის იმედი წელს უკვე აღარა აქვთ".
კივის პლანტაცია დაუზიანდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიას მკვიდრ დემურ ფიფიასაც, რომელიც ამავე სოფელში დაარსებული კოოპერატივის "ტყაია-2015"-ის თავმჯდომარეა.
"სხვა მცენარეების მსგავსად, კივი უკვე აყვავებული იყო. ასეთ დროს ერთი ღამეც რომ იყოს ყინვა, საკმარისია, რომ კივის მოსავალი განადგურდეს. კივის ფოთლები მთელ ბაღში ყრია, რაც ნიშნავს, რომ წელს კარგ მოსავალს არ უნდა ველოდეთ. ალბათ მოსავლის 10 პროცენტს თუ ავიღებთ. ჩემს პლანტაციაში წელიწადში 4-5 ტონა კივი მოდიოდა, წელს კი, 100 კილოგრამი თუ მოვა, მადლობელი ვიქნები. მინდა კიდევ ერთი სატკივარი გაგიმხილოთ: სადაზღვევო კომპანიები სათანადოდ არ გვეხმარებიან. მათ პროგრამაში მხოლოდ საშემოდგომო წაყინვაა ნახსენები, საგაზაფხულო წაყინვას კი საერთოდ არ აფინანსებენ. არადა, შემოდგომის ყინვა ისე მავნებელი არ არის, როგორც გაზაფხულისა. რამდენჯერმე დავსვით ეს საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე, მაგრამ ჯერჯერობით მიზანს ვერ მივაღწიეთ. შარშანწინ ტრენინგებზე წაგვიყვანეს თურქეთში და გული დამწყდა: იქ ფერმერი ავტომატურად არის დაზღვეული ასეთი ზარალისგან, დოტაციას აძლევენ, ხელს უწყობენ... ჩვენ ამას ოდესმე თუ ვეღირსებით?!", - აღნიშნავს დემურ ფიფია.
ზუგდიდის რაიონში, სოფელ ზედა ეწერში შპს "გემოვანის" წევრებს კივი 10 ჰექტარზე აქვთ გაშენებული. როგორც შპს-ის დირექტორმა, მერაბ ფიფიამ გვითხრა, მათი პროდუქცია ევროპელმა სპეციალისტებმა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს. იხილეთ გაგრძელება
მკითხველის კომენტარები
(1)
ერტი ცლის უკანდელი სტატიააა.ხო არ გამოსჰტერდიიიტ