08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
14.04.2016 / 07:04
შრიფტის ზომა:

ქართველმა მოსწავლეებმა სუნამო გამოუშვეს

ქართველმა მოსწავლეებმა სუნამო გამოუშვეს

51-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის ოთხმა მოსწავლემ Magical Potion ბრენდის ქვეშ სუნამო გამოუშვა.

სუნამოს შექმნის იდეის ავტორები ნინო ლომიძე, ნინი აფციაური, მარიამ გიორგაძე და გვანცა ამაღლობელი არიან.

მეათე კლასის მოსწავლეებმა პროდუქტის რეალიზაცია 10 აპრილიდან დაიწყეს. როგორც მარიამ გიორგაძემ "ბიზნესპრესნიუსს" უთხრა, გაყიდვები გრძელდება და სუნამოები სარეალიზაციოდ შესაძლოა, ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელშიც მოხვდეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საფრანგეთიდან გამოწერილი ნედლეულით გოგონებმა სამი სხვადასხვა სურნელის მქონე სუნამო დაამზადეს. მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქციის სარეალიზაციო ფასი 14 ლარია. გოგონები პროდუქტზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

თბილისი მოლში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე გოგონებმა 30 სუნამოს რეალიზაცია მოახერხეს. მათმა პროდუქციამ "საუკეთესო გაყიდვების პრიზი" მიიღო.

"თუ პროექტი წარმატებით დასრულდა, წარმოებას გავაგრძელებთ და პროდუქციის გაუმჯობესებაზეც ვიმუშავებთ", - აღნიშნავს მარიამ გიორგაძე.

გოგონებმა სუნამოები Junior Achievement Georgia-სა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაამზადეს.

ქრისტინე გამთენაძე

BPN.GE

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქართველმა მოსწავლეებმა სუნამო გამოუშვეს | Allnews.Ge