
This is a modal window.
საქართველოს საპატრიარქო 12 თებერვალს გამართული წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს. AllNews.ge წმინდა სინოდის სხდომის განჩინების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"წმინდა სინოდის კრებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მან გააკეთა მოკლე მიმოხილვა მსოფლიო საპატრიარქოს შამბეზის მართლმადიდებლურ ცენტრში 2016 წლის 22-27 იანვარს გამართული წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების სხდომის შესახებ, რის შემდგომაც სიტყვა გადასცა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრებს, რომლებმაც ისაუბრეს წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველი ექვსი დოკუმენტის და რეგლამენტის თაობაზე.
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) წმინდა სინოდის წევრებს შეახსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფიქსირებული საქართველოს ეკლესიის პოზიცია შამბეზის შეხვედრაზე და, ამასთან, ორ დოკუმენტთან, - "ავტონომია და მისი გამოცხადების გზა" და "მართლმადიდებლური დიასპორა," _ დაკავშირებით კრებაზე გამოთქმული მოსაზრებები გააცნო.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ისაუბრა შემდეგი ორი საკითხის თაობაზე: "მართლმადიდებელი ეკელსიის ურთიერთობა დანარჩენ სამყაროსთან" და "მარხვის მნიშვნელობა და მისი დაცვა დღეს." აღინიშნა, რომ პირველ დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციის შენიშვნები ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია ასევე ორ თემაზე: "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "წმინდა და დიდი კრების ჩატრების რეგლამენტი." ითქვა, რომ წარმოდგენილი სახით "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ: დასახვეწია I ნაწილის მე-10 პარაგრაფი, ხოლო კანონიკური სამართლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება II ნაწილის V პარაგრაფი (IV მსოფლიო კრების XIV კანონი: ტრულის კრების 72 კანონი: ლაოდიკიის 31 კანონი, რუის-ურბნისის 16 კანონი), რის გამოც ჩვენმა დელეგაციამ მას ხელი არ მოაწერა.
თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წმინდა სინოდის კრებას მოახსენა მეექვსე საკითხის თაობაზე: "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში."
აღინიშნა, რომ ამ თემის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს უარყოფითი პოზიცია და წერილობითაც დატოვეს განაცხადი სამდივნოში.
ბოლოს ითქვა ისიც, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების წინამოსამზადებელ შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტებს არ დაეთანხმა ანტიოქიის ეკლესიის საპატრიარქოს დელეგაცია.
მღვდელმთავართა მიერ იყო დასმული შეკითხვები; განიმარტა ზოგიერთი მუხლი.
წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა:
1) წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად დაინიშნოს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)
2) მსოფლიო საზოგადოებისადმი წმინდა და დიდი კრების მიმართვის ტექსტის შემდგენელი სარედაქციო კომისიის წევრად დასახელდეს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
3) 2014 წლის მარტში, კონსტანტინეპოლში, ეკლესიათა წიმანძღოლების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდიდან გამოირჩეს ოცდაოთხი (24) მღვდელმთავარი.
4) შედგეს სამუშაო შეხვედრები წმინდა სინოდის წევრების, სასულიერო პირებისა და ღვთისმეტყველების, რათა საბოლოო სახით შემუშავდეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წმინდა და დიდ კრებაზე წარსადგენად", _ ნათქვამია განჩინებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2 წელზე მეტია, რაც ბაჩო (ავთანდილ) ბალახაშვილმა ახალციხეში, ადიგენის რაიონში აგრო მეწარმეობა დაიწყო.
ბაჩო ბალახაშვილს 2 ჰექტარ მიწაზე კარტოფილი, გოგრა და ხახვი მოყავს. პროდუქციის ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობა იძენს, ნაწილი კი თბილისში რეალიზდება.
ბაჩო ბალახაშვილი ამჟამად "ჯიპას" მაგისტრატურის სტუდენტია, თუმცა, სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებასა და საქართველოს ბაზრის მაქსიმალურ ათვისებას გეგმავს. წარმოების დეტალებზე, სამომავლო გეგმებსა და მოლოდინებზე ავთო ბალახაშვილი Allnews.ge-ს ესაუბრა:
"ჩვენი პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ, რომ ეროვნული ვალუტა მყარი იყოს"
წარმოების საწყისი ეტაპი: "ახალციხეში, ადიგენის რაიონში, სოფელი მაქვს. მესამე წელია რაც ეს საქმიანობა დავიწყე. დავიწყე იმიტომ, რომ ბაბუა და ბებია გარდამეცვალა და ბაბუას მიწები უპატრონოდ დარჩა. ვიღაცას უნდა მიეხედა. მე თბილისში გავიზარდე. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ სოფლის მეურნეობა საინტერესო კუთხით დავინახე. საქართველოს არ აქვს ე.წ. დოვლათი. მოსახლეობამ რაღაც ისეთი უნდა შევქმნათ, რომ საქართველოში უცხოური პროდუქტი არ შემოვიდეს. ჩვენი პროდუქტი ვაწარმოოთ, რომ ეროვნული ვალუტა მყარი იყოს. ამისთვის ჩვენ კონკრეტული პროდუქტი გვჭირდება. ქარხნები არ გვაქვს, არაფერი გვაქვს და მინდოდა ქვეყნის განვითარებაში პატარა წვლილი შემეტანა. სხვათაშორის, საკმაოდ სარფიანი საქმიანობაა. დავიწყე კარტოფილის მოყვანით, მერე გოგრა დავამატე და შემდეგ - ხახვი".
აგროწარმოება და საწყისი კაპიტალი: "თავიდან ოჯახი დამიდგა გვერდით. დაახლოებით 5 000 ლარამდე დამჭირდა. პირველ წელს ცოტა მოსავალი მქონდა. აღებული ფულით მიწები დავამატე. შემოსული ფულის რაღაც ნაწილს აუცილებლად ვინახავ საჭიროებისთვის. ამჟამად, დაახლოებით, 2 ჰექტარი მიწა მაქვს დამუშავებული. მინდა გავაფართოვო და უფრო მეტი ხალხი დავასაქმო. სეზონზე დაახლოებით, 20 ადამიანს ვასაქმებ. კარტოფილი ყველაზე გასავლიანია იმიტომ, რომ ამ პროდუქტს სეზონი არ აქვს".
რეალიზაცია: "კარტოფილს ადგილობრივები იღებენ და თავად უწევენ რალიზაციას, თბილისშიც იყიდება. მისი რეალიზაცია არ ჭირს, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ პროდუქტზე. კარტოფილი ჩვენთან შემოდის ბრაზილიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ა.შ. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი და საშუალება, რომ იმპორტი შევამციროთ."
კარტოფილის მოვლა: "იმდენი დაავადება შემოდის, იმდენი ჭიაა გავრცელებული, რომ თუ კარტოფილი სპეციალურად არ დაამუშავე, უხარისხო და ცოტა მოსავალი მოდის. რაც შენს ნაწვალებს წყალში ყრის. პესტიციდები კარტოფილისთვის აუცილებელია, მაგალითად, ფოსფორი და კალიუმი. ისინი აუცილებლად უნდა შეიტანო, რადგან კარტოფილს ხელს უწყობს გაზრდაში, განვითარებაში. მიწის ანალიზს ვაკეთებთ და რაც მიწას არ აქვს, ის ჩვენ თვითონ შეგვაქვს, რომ მოსავალი კარგი იყოს".
სამომავლო გეგმები: " ხილის მეურნეობაში არსებული პროექტებით დავინტერესდი, სადაც სახელმწიფო ეხმარება მეწარმეს. ვაშლის ბაღების გაშენებას ვაპირებ. რაც შეეხება კარტოფილს, აუცილებლად უნდა დავბრენდო კარტოფილი და უნდა შევქმნა კარტოფილზე მიბმული პროდუქცია. მაგალითად, დაჭრილი კარტოფილი. ჩემი კარტოფილი იქნება დაფასოებული, ექნება კონკრეტიული სახელი და ავითვისებ მთელი საქართველოს ბაზარს. პირველ რიგში, იქნება თბილისის ბაზარი, მერე რეგიონები".
თამარ კორკოტაშვილი
"ეკობიჭი" უკანაფშავიდან, რომელიც სოფელში მოყვანილ პროდუქციას Facebook-ით ყიდის
მკითხველის კომენტარები
(0)