საზოგადოება
02.10.2019 / 11:10
შრიფტის ზომა:

უახლოეს დღეებში ტაქსების რეფორმის შემდეგი ეტაპის შესახებ გახდება ცნობილი

უახლოეს დღეებში ტაქსების რეფორმის შემდეგი ეტაპის შესახებ გახდება ცნობილი

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკასა და ტაქსების რეფორმაზე ისაუბრა.

მერის განცხადებით, უახლოეს დღეებში ტაქსების რეფორმის შემდეგი ეტაპი დაიწყება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.

„პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ფაზა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ლიცენზირებული ტაქსები A და B კატეგორიად დაიყოს. პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის, ტაქსები სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარებიან წელიწადში ორჯერ, რომ რაიმე პრობლემა არ ჰქონდეთ იმ ავტომობილებს, რომლითაც ისინი ემსახურებიან ამ სერვისით მოსარგებლეებს. ტექდათვალიერების გავლის შემდეგ 30-მა პროცენტმა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ტაქსის მომსახურებაში რჩება მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 70-71 პროცენტი. ამ რაოდენობის ნახევარზე მეტს კატეგორიზაცია უკვე გავლილი აქვს, ხოლო დანარჩენი ამ ეტაპზე გადის, პროცესი გრძელდება”,- განაცხადა თბილისის მერმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მან საზოგადოება კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მერიამ რეფორმის ფარგლებში გამოყო უფასო ვაუჩერები, რომლის გამოყენებითაც მძღოლებს მანქანების თეთრ ფერად შეღებვა ან თეთრი ფერის ფირის გადაკვრა უფასოდ შეეძლოთ. მერმა ისაუბრა ქიმწმენდის უფასო ვაუჩერებზეც.

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ცოტა ვაუჩერი არის აღებული ქიმიური წმენდის. ჩვენ აქაც არანაირი მოთხოვნა და გადასახადი არ გვქონია. ყოველგვარის ფასის გარეშე მძღოლებს შეეძლოთ თავიანთი ავტომობილი ყოფილიყო სუფთა. თუმცა ძალიან ცოტა ვაუჩერია აღებული. რეფორმის პროცესი გრძელდება. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ არავისთვის არ აგვიკრძალავს ტაქსით მომსახურება, უბრალოდ, ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად. A კატეგორიისთვის ფერს აქვს მნიშვნელობა, ტექდათვალიერების გავლას, მათთვის გამოყოფილია პარკირების უფასო ადგილები, აქვთ რეკლამის გათავსების უფლება და განთავისუფლებულები არიან საგადასახადოსგან“, - განაცხადა კახა კალაძემ და იქვე დასძინა რომ, რეფორმა გაგრძელდება და უახლოეს მომავალში რეფორმის დამატებით დეტალებზე ეცნობება საზოგადოებას.

„ამით არ მთავრდება, დანარჩენ სიახლეებს, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში, მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით. ყველამ მინდა იცოდეს, რომ მთავარია ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული, როგორც თვითონ ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ამ სერვისით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო. არსებულ სოციალურ ფონზე და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან უჭირთ ადამიანებს, შეუძლებელი იქნებოდა ამ რეფორმის ერთდროულად მიწოდება, ამას დრო სჭირდება. გარკვეული წლები, მომზადება სჭირდება, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება. მთავარი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული, ყველაზე სწრაფი, ყველაზე სწრაფად გადაადგილება იყოს შესაძლებელი დედაქალაქში ავტობუსით, მიკროავტობუსებით და მეტროთი“, - დასძინა დედაქალაქის მერმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კომპანიებმა ხელფასის შემცირება დაიწყეს | Allnews.Ge

კომპანიებმა ხელფასის შემცირება დაიწყეს

ბოლო პერიოდში კერძო სექტორში ხელფასების რაოდენობამ იკლო.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, განსაკუთრებით პრობლემაა მომსახურების სფეროში, სამშენებლო კომპანიებსა და სავაჭრო სექტორში. დასაქმებულები ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით, ნაკლებ ხელფასს იღებენ. ზოგიერთმა კომპანიამ კი თანამშრომელთა ნაწილი "კადრების შემცირების" საბაბით გაუშვა და რამდენიმე ხანში ისევ შესთავაზა სამსახური, ოღონდ - შემცირებული ანაზღაურებით.

სამწუხაროდ, ეს ხდებოდა ლარის გაუფასურების პერიოდში, როცა ხელფასი კომპანიებს, წესით, უნდა გაეზარდათ, მაგრამ მათ საპირისპირო ღონისძიებას მიმართეს და ათასობით ადამიანის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

დასაქმების სააგენტოები ადასტურებენ, რომ ახალ ვაკანსიებზე ანაზღაურება თვალშისაცემად არის შემცირებული. სხვადასხვა პოზიციაზე განსაზღვრულმა ხელფასმა 150-300 ლარით იკლო.

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ისედაც მცირეა. ცოტაა ხალხი, ვინც რეგულარულად იღებს ხელფასს ან მსგავსი ტიპის ანაზღაურებას. არაოფიციალური მონაცემებით, ყოველ 100 ადამიანზე მხოლოდ 52-53 დასაქმებული მოდის.

გამოდის, რომ მოსახლეობისთვის მუდმივი სამუშაო ადგილის შენარჩუნება უფრო და უფრო რთული ხდება. კომპანიების უმეტესობა ბაზარზე ადგილის შენარჩუნებას ხელფასების შემცირების ხარჯზე ცდილობს. პრობლემა განსაკუთრებით კერძო სექტორში დასაქმებულებს შეექმნათ.

ყველაზე მეტად დაზარალდა გამომუშავებაზე მყოფი მუშა-პერსონალი, რომლებსაც ლარის გაუფასურების პერიოდში შრომის ანაზღაურება თითქმის გაუნახევრდა.

ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით ოფიციალური კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. პრობლემის შესახებ უცნობია პროფკავშირისთვისაც. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საჩივარი არ მიუღიათ და არც კონკრეტული ფაქტების შესახებ სმენიათ.

პრობლემა კარგადაა ნაცნობი დასაქმების სააგენტოებისთვის. ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე დამსაქმებლის მიერ მითითებული სახელფასო თანხა 500-600 ლარს არ აღემატება, როცა რამდენიმე თვის წინ ეს მაჩვენებელი 800 ლარს შეადგენდა. 250-300 ლარამდეა შრომის ანაზღაურება გაყიდვების აგენტების პოზიციაზე, თუმცა ცოტა ადრე მათი ხელფასი 400 ლარს აღწევდა.

ექსპერტი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ კონკრეტული ინფორმაცია ხელფასებსა და სამსახურებიდან დათხოვნილ პირთა რაოდენობის შესახებ არ მოეპოვება. შესაბამისად, რთულია საუბარი იმის შესახებ, თუ რომელ სეგმენტში არის მეტი პრობლემა ხელფასების გაცემის თვალსაზრისით.

"დასაქმების დარგების მიხედვით, ყველაზე მეტი პრობლემა სასოფლო თვითდასაქმების სფეროში იყო. იქ ხელფასი არ არის და შემოსავალი, ძირითადად, ნატურით განისაზღვრება. რაც შეეხება ანაზღაურების საერთო დონეს, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ალბათ, ისევ განათლების სისტემაში უნდა ვივარაუდოთ. მთლიანობაში, პროპორცია დარგებს შორის არსებითად შეცვლილი არ იქნება. ბანკები და საშემოსავლო შუამავლობა ყველაზე მაღალშემოსავლიან დარგად ითვლებოდა და ასეა დღესაც, თუმცა, რაღაც პერიოდში, ბანკებმაც შეამცირეს თანამშრომლების რაოდენობა და შესაბამისად, ბევრი ადამიანი მაღალანაზღაურების გარეშე დარჩა", - ამბობს კაპანაძე.

რაც შეეხება სხვა დარგებს, მისი აზრით, აქ მთავარი პრობლემა დასაქმების სტრუქტურაშია. სამწუხაროდ, პირველ ადგილს ინარჩუნებს თვითდასაქმება სოფლის მეურნეობაში, საიდანაც მონეტარული შემოსავალი მინიმალურია.

"დასაქმების ხვედრითი წილით, ვაჭრობა მეორე ადგილზე მოდიოდა. ეს არის სწრაფი ეფექტის მქონე, მაგრამ მაღალი რისკის დასაქმება. ეს ის ხალხია, რომლებსაც ხელფასები ოფიციალურად არ ეძლევათ. პრობლემაა ის, რომ დღეს სამუშაოს დაკარგვის რისკია ყველაზე მაღალი. ხელფასიანი ხალხის ხვედრითი წილი ისედაც ძალიან მცირეა და ესეც თავისთავად დიდი პრობლემაა", - განმარტავს ნოდარ კაპანაძე.

საქართველოში პრობლემაა ისიც, რომ ხალხი მაქსიმალურად არიდებს თავს სასამართლო უწყებას და არ ჩივის მაშინაც კი, როცა მისი უფლებები უხეშად ირღვევა.

რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ამით პრობლემას, მოგვარების ნაცვლად, გაირთულებენ. სინამდვილეში პირიქითაა.

ერთ-ერთ დაზარალებულ ზვიად მურუსიძეს სასამართლოსთვის მიმართვა არც უცდია. იგი სამსახურიდან ჯერ დაითხოვეს, შემდეგ თავიდან შესთავაზეს სამსახური, მაგრამ უკვე შემცირებული ანაზღაურებით.

"სამშენებლო კომპანიის დაცვაში ვმუშაობდი, 24-საათიანი გრაფიკი გვქონდა და 350 ლარს გვიხდიდნენ. მოულოდნელად ადმინისტრაციის სამსახურმა გამოგვიცხადა, რომ რეიორგანიზაცია ტარდებოდა და რამდენიმე თანამშრომელი შტატების შემცირების საბაბით გაგვიშვეს. ძალიან გამიკვირდა, რადგან კომპანია მთლიანად უცხოური (ებრაული) ინვესტიციით ფინანსდება, მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია და რაღა ჩვენს გაჭირვებაზე მოითბეს ხელი?

მოგვიანებით ისევ დამიკავშირდნენ და მთხოვეს სამსახურში დაბრუნება. სამუშაო გრაფიკი არ შეუცვლიათ, ხოლო ხელფასი, ახალი პირობით, 100 ლარით უნდა შეემცირებინათ. ცხადია, არ დავთანხმდი, მაგრამ ვერც ახალი სამსახური ვიშოვე", - ამბობს ზვიად მურუსიძე.

ნათია დვალი ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების აგენტია და ხელფასს გამომუშავების მიხედვით იღებს. იგი ამბობს, რომ შარშან რამდენიმე თვე "ჩაუვარდა", რადგან პოდუქტი ვერ გაყიდა.

"ჩვენი კომპანია პარფიუმერიას ყიდის. საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია და მომხმარებლის დარწმუნება საკმაოდ რთულია. ბროშურებს ვარიგებთ უფასოდ ხალხმრავალ ადგილებში, ფაქტობრივად, მთელი დღე გასული ვარ. ზოგჯერ სრული ნაშრომი 10 ლარიც არ გამომდის. დამღლელი სამუშაოა, შრომის ანაზღაურება კი - მიზერული. სავალუტო კრიზისის პერიოდში გაყიდვა ძალიან შემცირდა, რაც საბოლოოდ ჩვენს ანაზღაურებაზე აისახა. რამდენიმე თვე ხელფასიც ვერ ავიღე. ახლა ცოტა გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ დღიურად 10 ლარს მაინც ვერ ავცდი, როცა ადრე 15 ლარს მაინც ვიღებდი. ჩემი ხელფასი მთლიანად კვებას ხმარდება, სხვა შემოსავლის წყარო არ მაქვს", - ამბობს ნათია დვალი.

საჯარო სექტორში ეს პრობლემა არ იგრძნობა. განათლების სფეროში ხელფასმა მოიმატა კიდეც, მდგომარეობა გაუმჯობესდა მედიცინის დარგშიც. ბიზნესსექტორში რჩება რამდენიმე ისეთი მიმართულება, სადაც ხელფასის რაოდენობას დამსაქმებლების სინდისი განსაზღვრავს. როგორც წესი, დასაქმებულის უფლებები აბსოლუტურად იგნორირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი შრომის ანაზღაურებას შეეხება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"