25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
06.05.2016 / 06:05
შრიფტის ზომა:

არის თუ არა საქართველოში რესტორნები მზად თამბაქოს მოწევის აკრძალვისთვის

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ფაქტობრივად, დასრულებულია და მალე შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ცვლილება ძალაში. კანონის ერთ-ერთი პუნქტი კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე აკრძალვების დაწესებას ეხება.

თამბაქოს კონტროლის კანონის მეათე მუხლის თანახმად, რესტორნებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური მოსაწევი ადგილები. ამასთან, ასეთი ზონის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელთათვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50%-ს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ქართული სარესტორნო ბიზნესი მომავალი რეგულაციებისთვის მზადაა.

"ამ კანონის ამოქმედებას მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრია ეწინააღმდეგება. ისინი სამასპინძლო ბიზნესის ენით საუბრობენ, რაც არასწორია. კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს რესტორნებსა და ბარებში მოწევის სრულად აკრძალვას. მომხმარებლების, ასევე სამასპინძლო ბიზნესის მხარდაჭერა სახეზეა, მთავრობის მხრიდან პოზიტიური განწყობაა, რეგულაციების დაწესება მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებში არ ჯდება", - აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

მისი თქმით, საქართველოში უკვე არის რამდენიმე კაფე-რესტორანი, სადაც მოწევა აკრძალულია. როგორც ბახტურიძე აცხადებს, დასაწყისში ეს ერთგვარი მარკეტინგული გათვლა იყო ამ კვების ობიექტების მხრიდან, რაც ამ კონკრეტული ბიზნესისთვის წარმატების საფუძველიც გახდა.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ მთავრობა 31 მაისამდე არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და პარლამენტის დადგენილებით, ყველა დაწესებულებაში არ აიკრძალება მოწევა. ორგანიზაცია იმ პირებს დაასახელებს, რომლებიც მათი აზრით, თამბაქოს ინდუსტრიასთან გარიგებაში იმყოფებიან.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქართულმა სარესტორნო ბიზნესმა ევროპული მიდგომები უნდა გაითვალისწინოს. მისი ინფორმაციით, დღეს კვების ობიექტების უმრავლესობა ახალ რეგულაციებს ადაპტირებული გარემო-პირობებით ხვდება.

"მთელ მსოფლიოში არის გამოყოფილი ადგილები მწეველთა და არამწეველთათვის. ქართულ სარესტორნო ბიზნესს, განსაკუთრებით ახალ რესტორნებს შეუძლიათ ჰქონდეთ დარბაზი ორივე ტიპის მომხმარებელთათვის. სარესტორნო ბიზნესი რეგულაციებისთვის ემზადება. მათ ეს რესურსი აქვთ და გამოიყენებენ კიდეც", - აცხადებს ქეთევან მელაძე. იხილეთ გაგრძელება

ქრისტინე გამთენაძე

მკითხველის კომენტარები
(1)

ლადო
04 მაისი , 2017 23:05

უკაცრავად, მაგრამ ქეთევან მელაძე ტყუის. დასავლეთ ევროპის რესტორნების აბსოლუტურ უმრავლესობაში აკრძალულია სიგარეტის მოწევა და ამისათვის გარეთ უნდა გავიდნენ. საქართველოში აკრძალვა ძნელი არ არის. მთავარია ადმინისტრაციის სიმკაცრე. ამის მაგალითი მანქანებში ღვედების გაკეთების ვალდებულება და შუშების დაბურვის აკრძალვაა. შენობებში სიგარეტის მოწევის აკრძალვას ერთი კვირა ეყოფა. მთავარია არავის გაეწიოს შეღავათი.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

არის თუ არა საქართველოში რესტორნები მზად თამბაქოს მოწევის აკრძალვისთვის | Allnews.Ge