02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
17.05.2016 / 12:05
შრიფტის ზომა:

უახლოეს პერიოდში ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ იანოშ ჰერმანი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ქომაგი ევროკავშირში და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სფეროში ბოლო 2 წლის მანძილზე გატარებული რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია მეფუტკრეობასთან, თაფლის წარმოებასთან და მიმართა რეკომენდაციით კომისიას, რათა საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივები

ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია. დარჩენილია მხოლოდ სტანდარტული პროცედურები, რომელსაც იმედია ძალიან მალე გავივლით. ჩვენ გვქონდა ეს იმედი, რომ გავიდოდით ჩვენი ხარისხიანი, ძალიან მაღალი მოთხოვნის მქონე თაფლით ევროკავშირის ქვეყნებში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მეფუტკრეობის მიმართულებით გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, დაწყებული ლაბორატორიული ინსტრუმენტებით, ახალი ინფრასტრუქტურით, დამთავრებული დაავადების კვლევებით და კოოპერირების ხელშეწყობით.

"ამიტომ, ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო და ჩვენ ეს დაფასება ძალიან გვიხარია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

უნიკალური პროდუქტი თაფლი - ფაქტები და სტატისტიკა

თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს თაფლის ექსპორტის საკითხებზე ევროკავშირის ბაზარზე.

"ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე. ეს არის დიდი შრომის შედეგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის.

მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე ტკბილი ახალი ამბავი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაცნობეთ", -აღნიშნა ელჩმა.

მკითხველის კომენტარები
(1)

ზაზა
17 მაისი , 2016 12:05

თაფლთან ერთად საინტერესოა დედა ფუტკრების ექსპორტიც.კომუნისტების დროს უამრავი გადიოდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.უბრალოდ ჯანმრთელობის ევროპული სერთიფიკატი სჭირდება.სახელმწიფომ უნდა მოახერხოს შესაბამისი ლაბორატორიის ჩამოტანა და სერტიფიცირება რათა ეს პროცესი გაადვილდეს და საკმაოდ ბევრი ვალუტა შემოვიდეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

უახლოეს პერიოდში ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გავა | Allnews.Ge