11 პარასკევი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
25.07.2016 / 08:07
შრიფტის ზომა:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა.

კობა გვენეტაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 3 მაისს შეავსო.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, გვენეტაძისა და მისი მეუღლის, ირინე კოკაიას პირად საკუთრებაშია სამი ბინა, საცხოვრებელი სახლი აშშ-ში, ვაშინგტონის ოლქში, მიწის ნაკვეთები ვაშინგტონსა და საქართველოში, კონკრეტულად კი სოფელ კუმისში და ასევე რეგისტრაციის პროცესში არსებული საცხოვებელი სახლი სოფელ კუმისში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კობა გვენეტაძის მფლობელობაშია ავტომანქანა – 2014 წელს გამოშვებული Lexus GX 460, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საბანკო ანაბრები, მით უმეტეს, მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას

"მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. დედოლარიზაციის პროცესი არ არის მარტივი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხთვევაში, იქნება ეს ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ "რეზონანსთან" მიცემულ ინტერვიუში.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, საქარველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ადგილობრივ კომერციულ ბანკებში ანაბრები აქვს, როგორც ლარში, ასევე დოლარში.

დეკლარაციის შევსების მომენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ანაბრები აქვს "რესპუბლიკა ბანკში", "პროკრედიტ ბანკში", "საქართველოს ბანკში", "თიბისი ბანკსა" და "ლიბერთი ბანკში". დეკლარაციის თანახმად, "რესპუბლიკა ბანკში" კობა გვენეტაძის ანგარიშზეა 29 750 ლარი, "პროკრედიტ ბანკში" – 110 000 ლარი, 1 097 და 1000 დოლარი, საქართველოს ბანკში - 148 000 დოლარი, 28 770 დოლარი, 10 000 ლარი, "თიბისი ბანკში" – 4 564 დოლარი, "ლიბერთი ბანკში" – 5 984 დოლარი, ასევე 24 796 დოლარი – "ამექსზე".

რაც შეეხება მის მეუღლეს, ირინე კოკაიას თიბისი ბანკში სახელფასო ბარათზე 1 326 დოლარი აქვს, მიმდინარე ანგარიშზე კი 6.20 დოლარი. იხილეთ გაგრძელება

მკითხველის კომენტარები
(1)

012
20 ნოემბერი , 2017 06:11

ოხრად დარჩება როგორც ბევრს დარჩა, ხალხი სულს ღაფავს და ესენი კი თაღლითების სიას აქვეყნებენ

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსგავსი სიახლეები

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაცია | Allnews.Ge