
IDFI-ს მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტში "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა," ორგანიზაცია საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და ქართულ საზოგადოებაზე მათ გავლენას მიმოიხილავს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითად საყრდენი მედიასაშუალებებია. კერძოდ, მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური "მესიჯ-ბოქსით" და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს.
საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საყრდენად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი სახელდება, მათ შორის, "ევრაზიის ინსტიტუტი" და "ევრაზიული არჩევანი".
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სპექტრში და საქართველოს ეკლესიის კონსერვატიულ ფრთაში.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა გაძლიერებულია და მედია ამის მთავარ იარაღადაა გამოყენებული.
პოლიტიკურ პარტიები, რომლებიც რუსულ განწყობებს ღიად გამოხატავენ, ცხადია, საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად მედიას იყენებენ.
უნდა გამოვყოთ ორი ტიპის მედიასაშუალებები: ერთ ნაწილს თავისი პრორუსული ორიენტაციის შესახებ ღიად აქვს გაცხადებული, მეორე ნაწილი კი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ თავის დამოკიდებულებას ღიად არ აჩენს, თუმცა დასკვნის გამოტანა რთული არაა, როცა სტუმრად ამგვარი რიტორიკის ადამიანები ჰყავთ მოწვეული და ჟურნალისტები მსგავსი რესპონდენტებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასასმელად კარგად მომზადებულები არ არიან, შესაბამისად პროპაგანდის იარაღები ხდებიან." -აცხადებს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
ALLNEWS.GE -სთან საუბარში, მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პროპაგანდის შედეგად, მოსახლეობაში პრორუსული განწყობის გაძლიერება და ანტიდასავლური დამოკიდებულების ზრდა შეინიშნება, რაც მედიასაშუალებების ზეგავლენის შედეგია.
რუსეთთან დაკავშირებული თემების გაშუქებასთან დაკავშირებით, IDFI მედიასაშუალებებს რეკომენდაციებს სთავაზობს: კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში; მთავრობამ პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია უნდა შეიმუშავოს; სასურველია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროპაგანდასთან ბრძოლა საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადოს; საქართველოს მთავრობამ დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირებისა და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი უნდა შექმნას; საჭიროა ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ; უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები; საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მარიამ მენაბდიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თხილი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, მაგრამ წელს სამეგრელოში თხილის მოსავალი ძალიან ბევრ ოჯახს გაუნადგურდა.
"ეს - ნამდვილი კატასტროფაა" - გვითხრა "თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ - აკაკი მოწერელიამ, რომელმაც "ბიზნესპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში მოსავლის განადგურების მიზეზებზე ისაუბრა.
აკაკი მოწერელია - შეიძლება ითქვას, რომ წელს საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს, რადგან სამეგრელოში თხილის მოსავალი პრაქტიკულად განადგურებულია. ამის მიზეზი გახდა სოკოვანი დაავადება - ნაცარი, რომელმაც თხილი დაბალ ზონაში განსაკუთრებით დააზიანა. ამ დაავადებას ჭარბტენიანობა იწვევს, მაგრამ არსებობს მისი საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელიც ყველა მაღაზიაში იყიდება.
ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ შესაბამისი ზომები ყველამ არ მიიღო და პლანტაციები თავის დროზე არ დაამუშავა. სათანადო მკურნალობის შემთხვევაში დაზიანება მინიმუმამდე დავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ფაქტია, რომ წელს თხილის ძალიან ცუდი მოსავალი გვაქვს.
მაღალ ზონაში თხილის მოსავალი ნორმალურია, გურიაშიც უკეთესი ხარისხის თხილი მოვიდა, კახეთშიც თხილს ეს პრობლემა არ ჰქონია, სამეგრელოში კი, თხილის ხარისხი ძალიან დაბალია.
ამიტომ, ყველა ამ რეგიონში მოწეული თხილის ფასი სხვადასხვაა: ზუგდიდში გაუტეხავი თხილი 3,40 ლარი ღირს, გურიაში - 5-დან 6 ლარამდე, ხოლო კახეთში - 7 ლარი. ბუნებრივია, ეს ფასები ხარისხზეა დამოკიდებული. 7 ლარი ღირს კარგი თხილი კახეთში და 3,40 - ზუგდიდში, რადგან იქ უხარისხოა და გამოსავლიანობაც დაბალი აქვს. ამ პრობლემებს დაემატა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ვაიმეწარმის საქმიანობა: მათ უხარისხო თხილი მიაქვთ გურიაში, იქ შედარებით ხარისხიან თხილში ურევენ და მერე ამ შერეულ, საეჭვო ხარისხის თხილს აბარებენ გადამამუშავებელ საწარმოებს. ამის გამო, წუნდებული საქონლის უკან დაბრუნებას ვეღარ ავუდივართ. ასე რომ, საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს", - აღნიშნა აკაკი მოწერელიამ. იხილეთ გაგრძელება
მკითხველის კომენტარები
(4)
აი სად დაერხა ბრიტანეთს
მართალია,ყველა რადიკალურად მქადაგებელი დამნაშავეა ახლაც და უარესს შედეგს მოიტანს მომავალში მიმდევრების გაჩენით.