პოლიტიკა
13.10.2016 / 12:10
შრიფტის ზომა:

რას აპირებენ "თავისუფალი დემოკრატები"

რას აპირებენ "თავისუფალი დემოკრატები"

პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ყველა რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის რეორგანიზაციას იწყებს, - ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს.

მათი განმარტებით, გადაწყვეტილება "თავისუფალი დემოკრატების" გამგეობამ მიიღო.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში, "თავისუფალი დემოკრატები" პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და წევრებმა, დავით ონოფრიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა დატოვეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აღნიშნული პოლიტიკოსების მიერ პარტიის დატოვების შემდეგ მათთვის მთავრობაში გარკვეული პოსტების შეთავაზებაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ კომენტარი "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა და გავრცელებულ ინფორმაციას "ჭორი" უწოდა. დოლიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ფაქტიც არ დაადასტურა.

"ბევრი ჭორი დადის, გავიკითხე ეს ინფორმაცია და არავითარი ამდაგვარი შეხვედრა არ ყოფილა", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კითხვაზე, შემოთავაზების შემთხვევაში განიხილავს თუ არა მმართველ გუნდთან თანამშრომლობას, ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

"ოპოზიციაში რომ ვიყავი, მაშინ არ გამოვრიცხავდი თანამშრომლობას, მით უმეტეს, სახელმწიფო თემებთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ბუნებაში არარსებულ თემაზე კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი", - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება პარტიის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, როგორც დოლიძემ აღნიშნა, ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც მან განვლილი გზა უნდა გააანალიზოს, დაგეგმოს მომავალი და სწორედ ამ ეტაპზეა დღეს ის.

"ჩვენ ვისვენებთ ახლა, ადამიანის ცხოვრებაში დგება რაღაც ეტაპი, როდესაც აქამდე მიხვალ, მერე შეიძლება დაისვენო, ან გააგრძელო, გააანალიზო, რა გზა გაქვს განვლილი, დაგეგმო მომავალი და ა. შ. ზუსტად ამგვარ ვითარებაში ვარ მე დღეს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია ჩემი აზრით", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

პარტიის დატოვების საკითხზე "თავისუფალი დემოკრატების" კიდევ ერთი ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძეც საუბრობს. აბაშიძის განმარტებით გადაწყვეტილება გუნდმა ერთად მიიღო.

'არც ირაკლის და არც მე ერთმანეთის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ირაკლიმ პირველმა გააჟღერა თავისი მომავალი საქმიანობის გეგმები და შემდეგ ჩვენ. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, მას გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად არ მიუღია. ეს ყველაფერი დაწერა "ფეისბუქზე" და იქედან გახდა ცნობილი ჩემთვისაც. რაც, რა თქმა უნდა, გამიკვირდა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილი წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ და მათ მთავრობაში კონკრეტული პოსტების დაკავების შეთავაზება მიიღეს, ზურაბ აბაშიძე ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ არავითარი შეხვედრა და არავითარი შეთავაზებები არ ყოფილა.

"თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ერთადერთი, რასაც გამოვრიცხავ, ეს არის ის, რომ არ ვიქნებით "ნაციონალურ მოძრაობაში" არასოდეს", - განაცხადა აბაშიძემ.

ცივი წყალი ძალიან ბევრია და დალიონ, - ასე უპასუხა "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელების უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან პარტია ლიდერებთან შეუთანხმებლად დატოვა.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მან უკვე განმარტა, თუ რატომ წავიდა პარტიიდან. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, მთავრობაში კონკრეტული პოსტის შეთავაზებას ალექსი პეტრიაშვილი, ამას უარყოფს.

"არავითარი შეხვედრა არ მქონია და არც არანაირი შემოთავაზება არ მაქვს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

 

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოში ავტოგაზი გაძვირდა | Allnews.Ge

საქართველოში ავტოგაზი გაძვირდა

საქართველოში ავტოგაზის ფასმა ბოლო პერიოდში მკვეთრი ცვლილება განიცადა.

სამი კვირის განმავლობაში გაზგასამართ სადგურებში გაზი 10, რიგ შემთხვევაში კი 15 თეთრით გაძვირდა. ამ ეტაპზე 1კბ/მ გაზის ფასი დედაქალაქში 1, 15 ლარი ღირს.

სპეციალისტები ქვეყანაში გაზის ფასის მატებას არ ელოდებოდნენ. როგორც კომპანია "აირბალონის" ხელმძღვანელი ნოდარ რამიშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, შექმნილ სიტუაციაში გაზის გაიაფებაც კი იყო ნავარაუდევი.

"რატომ გაძვირდა, მიზეზი ჩემთვის უცნობია. უფრო სწორად, ამის გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. ვინაიდან საქართველოში გაზის შემომტანი ერთადერთი კომპანია "სოკარია", რომელიც ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს, ის აყალიბებს ფასსაც ბაზარზე. შეიძლება ითქვას, მომენტი სწორად გამოიყენა. ტურისტულ სეზონზე გაზი მნიშვნელოვნად გააძვირა,"-ამობს რამიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ზაფხულში გაზი, როგორც წესი, ყოველთვის იაფდებოდა. რამიშვილის თქმით, მთელ მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასსა და ბენზინს შორის არსებობს თანაფარდობა და გაზს ბენზინთან შედარებით მესამედი ფასი აქვს. მისი განმარტებით, თუ ასე გაგრძელდა საქართველოში გაზის ღირებულება მალე ბენზინისას გაუტოლდება. იხილეთ გაგრძელება