29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
15.09.2016 / 08:09
შრიფტის ზომა:

მოხვდება თუ არა ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი გადასახადების გარეშე

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, ქართული მხარის ცნობით, შეთანხმება მიღწეულია. თუ მას ხელი მოეწერება, მაშინ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე დამატებითი გადასახადების გარეშე დაიწყება.

კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს პროდუქციის 95,5%-ი ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფით მოხვდება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, საქართველოს დელეგაცია ჩინეთიდან 19 სექტემბერს დაბრუნდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებების ზუსტი შედეგები გახდება ცნობილი, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე დავასრულეთ 7 თვეში და ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც მივიღეთ აღნიშნული მოლაპარაკებებიდან. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე - ის ძირითადი პროდუქტები, რომლებიც ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს. ეს არის ჩვენი ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები, რომელიც საქართველოს გააჩნია. ყველა ეს პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე შევა ნულოვანი ტარიფით, ყოველგვარი გარდამავალი ეტაპის გარეშე", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით კი, საქართველოს გაეხსნა 1.4 მილიარდიანი მომხმარებლის ბაზარი. 

რამ გამოიწვია ქართული თხილის ექსპორტის შემცირება?

"ეს არის 1.4 მილიარდიანი მომხმარებლის ბაზარი და გარდამავალი პერიოდის გარეშე ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო განაკვეთების გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2.5 მილიონი ბოთლის გაყიდვას ჩინეთის ბაზარზე. 8 თვის მონაცემებით, უკვე 3.5 მილიონი ბოთლია გაყიდული.

ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობთ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის, ბევრი სხვა სასაქონლო დასახელების მიმართულებით. ამიტომ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვფიქრობთ, აბრეშუმის გზის განვითარებისთვის ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჩინეთთან მოლაპარაკებებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროც არის ჩართული. მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა აუცილებლად მოხდება.

"შეიძლება ითქვას, მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა, ძირითადი საკითხები შეთანხმებულია და ველოდებით, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება", - განუცხადა კერესელიძემ Allnews.ge-ს.

ბამბუკი - საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პოტენციალი

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება აუცილებლად ამოქმედდება, ნაწილის აზრით, კი მისი ძალაში შესვლა სავსებით რეალურია.

ეკონომისტ და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის თქმით, ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება მხარეებს შორის ჯერ არ მიღწეულა.

"როგორც ვიცი, ხელშეკრულებას ხელი 2017 წელს უნდა მოეწეროს.

აქედან გამომდინარე არანაირი შეთანხმება არაა მიღწეული და რასაც ახლა ამბობენ, არის წინასაარჩევნო ანონსი. მათ მიერ ნათქვამი "შეთანხმება შედგა" იმას არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა. ეს არის სიტყვებით მანიპულირება, რომლითაც წინასაარჩევნოდ ანონსის გავრცელება უნდათ," - აღნიშნა გოცირიძემ.

მისგან განსხვავებით, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აღნიშნავს, რომ შეთანხმება მიღწეულია და მისი საშუალებით ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტი მალე რეალობად იქცევა. 

"საქართველო შეძლებს გაზის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს"

"ჩვენი მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის განხორციელების შემთხვევაში, ჩინური პროდუქციის ექსპანსიის საფრთხე არ არსებობს, ხოლო ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის შემთხვევაში, ის კონკურენტუნარიანი გახდება, რადგან მისი ფასი დაიწევს, რაც 2017 წლიდან აბსოლუტურად რეალურია." - განაცხადა ეკონომისტმა Allnews.ge-სთან საუბარში.

შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2017 წლის დასაწყისში ამოქმედდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მოხვდება თუ არა ქართული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი გადასახადების გარეშე | Allnews.Ge