მსოფლიო
10.09.2016 / 08:09
შრიფტის ზომა:

ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშის ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, აფეთქების მომენტში შენობაში 100-მდე მუშა იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. ექიმების ცნობით, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, აქედან რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სახანძრო სამსახურებმა ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოახერხეს, სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ შენობაში რამდენიმე ადამიანი დარჩენილი იყოს.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ბანგლადეშში მოქმედი ქარხნების უმეტესობაში უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილი არ არის. 2013 წელს, ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია | Allnews.Ge

საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია

2015 წლის იანვრიდან გერმანიაში მინიმალური ხელფასი დაწესდა - დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის საათში 8.50 ევროზე ნაკლების გადახდის უფლება არა აქვთ. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ყველა დადებითად როდი აფასებს:

ამ ცვლილების შედეგად "გერმანიაში საშუალოდ, 60 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ან არ შეიქმნა. გამოკითხული კომპანიების 20%-ში კი აცხადებენ, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება მათ ბიზნესზე უარყოფითად აისახა. დასაქმებულთა რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მაღალი ტემპით გაიზრდებოდა, რომ არა მინიმალური ხელფასის რეგულაცია" - ნათქვამია გერმანიის შრომის კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში.

მინიმალური ხელფასის შემოღება საქართველოშიც საკმაოდ აქტუალური თემაა, ამაზე დამსაქმებლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელები დიდი ხანია დავობენ, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ.

"საქართველოში 25 ათასამდე ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს"

მინიმალურ ხელფასზე საუბრისას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ კორძახიამ აღნიშნა:

"ჩვენ მინიმალური ხელფასის შემოღების წინააღმდეგნი ვართ. შესაძლოა, გერმანიაში და ზოგიერთ ქვეყანაში ასე გადაწყვიტეს, მაგრამ მინიმალური ხელფასის დაწესებას ყოველთვის ახლავს ნეგატიური შედეგები: პირველ რიგში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ფერხდება, შესაძლებელია დასაქმებამ ფარული ფორმა მიიღოს და არალეგალურ სფეროში გადავიდეს, იმისათვის, რომ მეწარმემ დაწესებული ხელფასი გადაუხადოს, შესაძლოა სამუშაო ადგილებიც შეამციროს, ან იძულებული გახდეს თანამშრომლებს სამუშაო დრო შეუმციროს, რაც თავისთავად ამცირებს წარმოების მოცულობას...

კომპანიებმა ხელფასის შემცირება დაიწყეს

ერთი სიტყვით, მინიმალური ხელფასის შემოღებით პრობლემების მთელი ბუკეტი წარმოიშვება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თავად ამ რეგულაციის კონტროლსაც სოლიდური თანხა დასჭირდება. იდეა თავისთავად კარგია, მაგრამ ჩვენ შედეგებზე უნდა ვიმსჯელოთ და არა იდეებზე".

კორძახიას თქმით, "რაც უფრო მეტი რეგულაციაა ბაზარზე, მით ნაკლებია ბიზნესის მოქნილობა და ნაკლები - ეკონომიკური აქტივობა. რა ნიშნულზეც უნდა შეთანხმდნენ, ეს რეგულაცია ბიზნესისთვის მაინც შემაფერხებელი იქნება, ამიტომ, დიდი დაკვირვებაა საჭირო. მოწინავე ქვეყნებთან შედარება არაფერს მოგვცემს, ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ რა არის ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე ეფექტიანი და მისაღები" - ამბობს ის.

"უმჯობესია, თავიანთი მოგება შეამცირონ და ცოტა თანამშრომლებზეც იზრუნონ" - განაცხადა ჩვენთან საუბრისას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ - გოჩა ალექსანდრიამ, რომელიც მინიმალური ხელფასის შემოღების აქტიური მომხრეა:

გოჩა ალექსანდრია - ევროპის ქვეყნებში მინიმალური ხელფასი ყველგან მოქმედებს, მაგრამ ბიზნესი სიძნელეებს არ აწყდება. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემს გერმანელ ნაცნობებს არასოდეს დაუჩივლიათ იმის გამო, რომ მათ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი არსებობს, პირიქით, გერმანია დღეს ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, ბოლო წლებში ამ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდა და ამისთვის მინიმალურ ხელფასს ნამდვილად არ შეუშლია ხელი.

რაც შეეხება საქართველოს, მინიმალური ხელფასი ჩვენთან 1997 წლიდან არსებობს, მაგრამ ის სამარცხვინოდ მცირეა. კერძო სექტორში ეს არის 20 ლარი თვეში, ხოლო საჯარო სექტორში - 135 ლარი.

ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი - 15 000 დოლარი

"საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში ოფიციალური საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 960 ლარი, სინამდვილეში კი, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს 50, 80, 120 ლარზე - ასეთი ხელფასები აქვთ ბიბლიოთეკებში, მუსიკალურ სკოლებში და საავადმყოფოებში - კერძოდ, სანიტრებს. მოკლედ, ამ მხრივ სიტუაცია სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ადამიანებს, რომლებიც შრომობენ, მაგრამ მაინც ღარიბები არიან. იხილეთ გაგრძელება

ხათუნა ჩიგოგიძე