პოლიტიკა
25.10.2016 / 13:10
შრიფტის ზომა:

"პატრიოტთა ალიანსი" 6-ის ნაცვლად პარლამენტში 8 მანდატს ითხოვს

"პატრიოტთა ალიანსი" 6-ის ნაცვლად პარლამენტში 8 მანდატს ითხოვს

"პატრიოტთა ალიანსი" საპარლამენტო მანდატების დამატებას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ ბლოკს, არა 6, არამედ 8 მანდატი ეკუთვნის.

"ჩვენ ყველანი შევეცდებით ფართომასშტაბიანი გამოძიება განვახორციელოთ იმისა, თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები. კანონით, ყველა იმ პარტიის პროცენტი, რომელიც დარჩა ბარიერს მიღმა, უნდა განაწილდეს იმ პარტიებზე, ვინც შევიდა პარლამენტში. ახლა ჩვენ ცესკო გვეუბნება, რომ 6 მანდატი გვეკუთვნის და გვეყოლება 6 დეპუტატი, ამ დროს უნდა გვითხან, რომ რეალურად ჩვენ გვეკუთვნის მინიმუმ 8 მანდატი", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე განმარტებით, "პატრიოტთა ალიანსი" შეეცდება იყოს ხიდი და წარმომადგენელი პარლამენტში იმ პარტიების, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდნენ.

მკითხველის კომენტარები
(2)

გლეხოვიჩი
27 ოქტომბერი , 2016 08:10

დაჩუტულია გაბერილი როარიყოს

ომარი
26 ოქტომბერი , 2016 10:10

ამან გაუბერა უკვე რა ამ, მასხარამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს | Allnews.Ge

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე.

როგორც ეროვნული ბანკის ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებდა მოქალაქეებს (2013, 2016), რომ ის საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ.

როგორც ბანკში განმარტავენ, რიგ შემთხვევაში მათი საქმიანობა, "ფინანსური პირამიდის" ნიშნებსაც ატარებს.

"საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ, მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვა პრობლემატურ საკითხთან ერთად, აღნიშნული საკითხის შესაბამის ჩარჩოში მოქცევას ითვალისწინებს და რომლის განხილვას ახალი მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, შეკრებისთანავე დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის, ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს.

რაც შეეხება, შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს", ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ოქტომბერს შემდეგი განმარტება გააკეთა", - ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.