საზოგადოება
29.03.2017 / 13:03
შრიფტის ზომა:

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა

ათუმის მე-15 საჯარო სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა.

როგორც აღნიშნული სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე აცხადებს, შემთხვევა 28 მარტს მოხდა, ფაქტის შესახებ კი, ბავშვის მშობელსა და უბნის ინსპექტორს შეატყობინეს. მისივე თქმით, არასრულწლოვანის ცემას წინ თანატოლებს შორის კონფლიქტი უძღოდა.

"28 მარტს ერთ-ერთი მშობლის მიერ დაფიქსირდა არასწორი ქმედება და სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები მიიღო. ამჟამად სწავლა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც მშობელი თავად ამბობს, ერთხელ დაარტყა ბავშვს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებს შორის კონფლიქტი მოხდა" , - განაცხადა ნინო მოდებაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მომდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

მომხდარის შესწავლას გეგმავს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.

მკითხველის კომენტარები
(1)

მირიანი
23 სექტემბერი , 2018 16:09

იმიტომაც ვერ სარგებლობს პოპულარობით საზოგადოების დანარჩენ ნაწილში.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა სქემით მუშაობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე | Allnews.Ge

რა სქემით მუშაობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე

მაია და ანა "საფინანსო კომპანია საქართველოს" მიერ დაზარალებული პირები არიან. ანას თქმით, სანამ კომპანიის მეანაბრე გახდებოდა, მისი საქმიანობა კარგად შეისწავლა, მაგრამ მაინც დაზარალდა.

"თანხის შეტანიდან პირველი ექვსი თვე არანაირი პრობლემა არ შემქმნია, რადგან კომპანია პროცენტს მირიცხავდა.

ჩემს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა თებერვალში გასდის, მაგრამ უკვე ორი თვეა არც პროცენტი და არც კუთვნილი თანხა არ მიმიღია," - იხსენებს დაზარალებული Allnews.ge-სთან საუბარში..

მათ, კომპანიას კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა, უკან მხოლოდ მცირე ანაბარი დაიბრუნეს.

რას ნიშნავს პირამიდა ბიზნესი, რა სქემით მუშაობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ მათი მომსახურებით სარგებლობას გადავწყვეტთ?

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განმარტებით, ე.წ პირამიდა ბიზნესის წარმმართველი ორგანიზაციები მომხმარებლებს მაღალ პროცენტს სთავაზობენ, თუმცა სარგებელს ყოველი მომდევნო მომხმარებლის მიერ შეტანილი თანხის მეშვეობით ურიცხავენ, რაც არასტაბილური და სახიფათოა.

"არც ისე ცოტა დაზარალებულმა მოგვმართა, რომ იურიდიული დახმარება ან კონსულტაცია გაგვეწია, მაგრამ როგორც წესი, ასეთ დროს უკვე რთულია, რაიმე შეცვლა და ჯობს სამართლებრივი გზები ვეძებოთ," - აღნიშნა მან.

იმისათვის, რომ მომხმარებლები აღნიშნული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდნენ, ანაბრის გახსნისას "ადამიანი უფლებათა ცენტრი" დაკვირვებასა და სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს. ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით,

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს.

"სახელმწიფო თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებს, როდესაც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს და ათასობით მოქალაქე ზარალდება. მეორე მხრივ, არის მაგალითები, როდესაც სახელმწიფო ნეგატიურ როლს ასრულებს და ხელს უწყობს ამ პროცესებს და ეს ჩვენი შეშფოთების საგანია. ჩვენ, ასეთი ორგანიზაციების მიერ 15-20 წლის წინ დაზარალებული პირების საქმეში ახლაც ვართ ჩართულები, თუმცა მათ კუთვნილი კომპენსაცია ჯერ კიდევ არ მიუღიათ," - განმარტავს ალეკო ცქიტიშვილი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ "საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღინ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება."

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

სებ-ის განმარტებით, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ "მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, მაღალ რისკს გულისხმობს."

მარიამ მენაბდიშვილი