31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
22.11.2016 / 08:11
შრიფტის ზომა:

რა ღირს თბილისში უძრავი ქონება

რა ღირს თბილისში უძრავი ქონება

"თიბისი ბანკის", ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში, საქართველოში უძრავი ქონების ინდექსის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა. შედეგები 3-თვიან პერიოდს მოიცავს (2016 წლის ივლისი-სექტემბერი).

შედეგების მიხედვით, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 859-დან 868 აშშ დოლარამდე.

ამავე პერიოდის მონაცემებით, გაყიდვების მიხედვით თბილისის სამი უმსხვილესი რაიონია: ვაკე (თვეში საშუალოდ 529 ერთეული, 20.1%); საბურთალო (თვეში საშუალოდ 406 ერთეული, 15.4%); სამგორი (თვეში საშუალოდ 292 ერთეული, 11.1%).

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სექტემბრის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირია მთაწმინდის რაიონში (991 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (555 აშშ დოლარი).

საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 2.4%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით. სექტემბერში ქირის ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა მთაწმინდის რაიონში (8.06 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე დაბალი - გლდანის რაიონში (4.31 აშშ დოლარი). 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების ქირის საშუალო ფასი მერყეობდა 6.88-დან 7.13 აშშ დოლარამდე.

საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 15.6%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

რაც შეეხება კომერციული უძრავი ქონების ბაზარს, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1 016-დან 1 075 აშშ დოლარამდე.

კომერციული ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში გაიზარდა 12.2%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით. 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარის საშუალო ფასი მერყეობდა 9.52-დან 10.58 აშშ დოლარამდე.

კომერციული ქონების იჯარის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 33.6%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

"გამოკვლევის მიხედვით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი განაგრძობს ზრდას: სექტემბერში გაყიდვები გაიზარდა (+14.0% წინა თვესთან, +47.1% წინა წელთან) და 3331 ერთეული შეადგინა. ბაზარი გაიზარდა ა.წ. ივლისშიც (+4.3% წინა თვესთან), ხოლო აგვისტოში უმნიშვნელოდ შემცირდა (-0.3% წინა თვესთან).

სექტემბერში თბილისის წილმა ქვეყანაში განხორციელებულ გაყიდვებში პიკს მიაღწია და 42.1%-მდე გაიზარდა (39.2% ივლისში, 36.2% აგვისტოში).

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა.წ. ივლისი-სექტემბრის პერიოდის 15 000-მდე ტრანზაქცია.

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე iset-pi.ge", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მკითხველის კომენტარები
(1)

მარიამი
22 ნოემბერი , 2016 09:11

იცით რა მაინტერესებს ამ სტატიებს რომელი სეგმენტისთვის წერთ ? :@ არამგონია ექსპერტებს ეს სტატია რამეში გამოადგეთ,ცოტა ადამიანური ენით წერეთ

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა ღირს თბილისში უძრავი ქონება | Allnews.Ge