
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობას ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ხისტი და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ურჩევს.
ექსპერტის განმარტებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინ ორი უმთავრესი გამოწვევა დგას: ფინანსური სტაბილურობის საკითხი და საბიუჯეტო პროცესის ოპტიმიზაციის გზით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ლევან კალანდაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს:
მოქალაქეებს, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, სესხები, მათ შორის იპოთეკური სესხები უცხოურ ვალუტაში უნდა შეეზღუდოთ;
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სახელმწიფოს მხარდაჭერითა და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ბიზნესსესხები მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს;
2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეიზღუდოს, რის საფუძველზე, შესაძლოა, 200-250 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდეს;
სასურველია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ საშემოსავლო ნაწილში არსებული რეზერვები გადაიხედოს და თამბაქოს, ავტომობილების, ნავთობპროდუქტების აქციზი, ან რიგი მოსაკრებლების გაზრდის საკითხი იქნას განხილული, რითაც დამატებით 700-800 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო;
შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივების, მათ შორის ე.წ. მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სრული ან ნაწილობრივ პრივატიზების საკითხი უნდა დაისვას.
ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ამ გზით სახელმწიფო დამატებით 500-600 მლნ ლარს მიიღებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მთავრობას ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ხისტი და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ურჩევს.
ექსპერტის განმარტებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინ ორი უმთავრესი გამოწვევა დგას: ფინანსური სტაბილურობის საკითხი და საბიუჯეტო პროცესის ოპტიმიზაციის გზით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ლევან კალანდაძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს:
მოქალაქეებს, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, სესხები, მათ შორის იპოთეკური სესხები უცხოურ ვალუტაში უნდა შეეზღუდოთ;
სახელმწიფოს მხარდაჭერითა და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ბიზნესსესხები მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს;
2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეიზღუდოს, რის საფუძველზე, შესაძლოა, 200-250 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდეს;
სასურველია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ საშემოსავლო ნაწილში არსებული რეზერვები გადაიხედოს და თამბაქოს, ავტომობილების, ნავთობპროდუქტების აქციზი, ან რიგი მოსაკრებლების გაზრდის საკითხი იქნას განხილული, რითაც დამატებით 700-800 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო;
შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივების, მათ შორის ე.წ. მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების სრული ან ნაწილობრივ პრივატიზების საკითხი უნდა დაისვას.
ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ამ გზით სახელმწიფო დამატებით 500-600 მლნ ლარს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები
(1)
რომელი მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტები? საქართველოს რკინიგზა? რუსეთ-სომხეთის შემაერთებელი გაზსადენი? ვის სურვილებს ახმოვანებს ბატონი ექსპერტი?