12 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
01.12.2016 / 12:12
შრიფტის ზომა:

კახა ოქრიაშვილი - ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, რაშიც ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე

ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, რაშიც ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა გააკეთა.

ოქრიაშვილმა ყურადღება ბანკების არაპროფილურ საქმიანობაზე გაამახვილა და ეს "გამოწვევად" შეაფასა.

დეპუტატის თქმით, არსებობს კანონი, რომელიც ბანკების არაპროფილურ საქმიანობას კრძალავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბანკები სხვადასხვა სქემით არაპროფილურ ბიზნესებს ფლობენ და ამით კონკურენციას კლავენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონის შეუსრულებლობის გამო, მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს.

"2016 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.5%-ს შეადგენს. 2017 წლისათვის დაგეგმილია 4%-იანი ზრდა. საკმარისია ზრდის ასეთი ტემპები ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის? რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის! ჩვენ 7%-8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს.

ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფაქტორი არის ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში. საჭიროა კონკურენტული და თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა. როდესაც ბანკები აფუძნებენ კერძო კომპანიებს და არიან სხვადასხვა კომპანიების ფაქტიური მფლობელები, ეს იწვევს კონკურენციის დახშობას დარგში, იწვევს ბიზნესის უნდობლობას საბანკო სექტორისა და მთავრობის მიმართ", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობს. პრეზიდენტის მიერ საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი კანდიდატურებია წარდგენილი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ დეპუტატბს კანდიდატურების ბიოგრაფიული მონაცემები და მათი სამუშაო გამოცდილება გააცნო.

მკითხველის კომენტარები
(2)

გერონტი
01 დეკემბერი , 2016 14:12

ეს რომ სხვაზე იტყვის მტაცებელია......

ილო
01 დეკემბერი , 2016 14:12

სა,არტველოს ბანკს აკვს 18 000 000 მილიონი დოლარი გატეტრებული კაცი სვილი არ კიტხულობს

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კახა ოქრიაშვილი - ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, რაშიც ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე | Allnews.Ge