10 ხუთშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
07.12.2016 / 06:12
შრიფტის ზომა:

"იანდექს ტაქსის" წინააღმდეგ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სარჩელია შეტანილი

ტაქსების კომპანია 200-200 "იანდექს ტაქსს" კონკურენციის სააგენტოში უჩივის. მას სარჩელი უკვე შეტანილი აქვს და აცხადებს, რომ კონკურენტი კომპანია ბაზარზე თამაშის წესებს არღვევს და კლიენტების მოსაზიდად დემპინგს იყენებს.

"ჯანსაღი კონკურენციის წესები ცალსახად ირღვევა.

ისინი რეალურ ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად ემსახურებიან მომხმარებლებს. შედეგად კი ჩვენი და სხვა კომპანიების კლიენტების გადაბირება ხდება. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ სხვა კომპანიები ამოვარდებიან ბაზრიდან. "იანდექს ტაქსი" მონოპოლიას მოიპოვებს და შემდეგ გააძვირებს მომსახურებას. გამორიცხულია, რომ კომპანიამ სამომავლოდ ასეთი დაბალი ფასების შენარჩუნება მოახერხოს. ეს არის ჩვეულებრივი დემპინგი," - აცხადებს "ტაქსი 200-200-ის" დამფუძნებელი ნიკა ხოფერია.

"იანდექს ტაქსი" თბილისში - დაარღვია თუ არა რუსულმა კომპანიამ კანონი?

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"იანდექს ტაქსი" ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად მსგავს მეთოდებს იყენებს სხვა ქვეყნებშიც. მას მონოპილია აქვს სომხეთში, სადაც ცოტა ხნის წინ სომხეთის სახელმწიფო კომისიამ ის მკაცრად გააფრთხილა, რომ კონკურენციის წესების დარღვევა შეწყვიტოს.

იანდექს ტაქსმა ქართულ ბაზარზე მომსახურება 23 აგვისტოდან დაიწყო.

ნანა მღებრიშვილი

მკითხველის კომენტარები
(2)

ნური
07 დეკემბერი , 2016 10:12

ვსარგებლობ იანდეკსის ტაკსით(მოსკოვში ვცხოვრობ) არავითარი დემპინგი ან ფასმომატება არ არის.ძალიან მოხერხებული მომსახურებაა ღუ საქართველოში არ შეჭამეს

თათა
07 დეკემბერი , 2016 07:12

აბა რას ჰქვია კონკურენცია,თქვენც დაუკელით ცოტა ფასებს,თორემ ხალხი თქვენ არ გამოგყვებათ ,გამორიცხულია,დღეს ყველა ადამიანი ცდილობს ,რაც შეიძლება ,ნაკლებ ფასში იმგზავროს ,ასე რომ ნუ ბრაზდებით,წინააღმდეგ შემთხვევაში ,დარჩებით ,სამსახურის გარეშე.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"იანდექს ტაქსის" წინააღმდეგ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში სარჩელია შეტანილი | Allnews.Ge