26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
21.12.2016 / 09:12
შრიფტის ზომა:

დავით თარხან - მოურავს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის 6 - პუნქტიანი გეგმა აქვს

"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი მთავრობას მიმართავს, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად სპეციალური სახელმწიფო კომისია შექმნას, რომელიც მაქსიმუმ, ერთ თვეში დადებს ეფექტურ გეგმას.

როგორც დავით თარხან-მოურავმა "პატრიოტთა ალიანსის" ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს განაცხადა, ეკონომიკური ვარდნა მომავალ წელს დაახლოებით 8% იქნება, რაც ნიშნავს, რომ "ადამიანებისთვის ცხოვრება ძალიან გაძვირდება და გაჭირდება".

დავით თარხან-მოურავმა მედიის წარმომადგენლებს პარტიის ანტიკრიზისული გეგმის პირველ პუნქტად ბრუნვაში ლართან ერთად დოლარისა და ევროს შემოტანა დაუსახელა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"1. ბრუნვაში ლართან ერთად თანასწორად შემოტანილი უნდა იყოს დოლარი და ევრო. ამ სამ ვალუტაში უნდა განხორციელდეს ვაჭრობა, როგორც ჩვეულებრივ მაღაზიებში, ასევე ყველა მიმართულებით. მსგავსი პრაქტიკა აქვს სხვადასხვა ქვეყანას და მათ შორის მეზობელ თურქეთს.

2. საბანკო განაკვეთები სერიოზულად უნდა შემცირდეს და ის არ უნდა იყოს 4%-ზე მეტი.

3. სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასები უნდა იყოს 10-15% ნაკლები, ვიდრე კომერციულ ორგანიზაციებში.

4. უნდა შემცირდეს საჯარო სამსახურებში დასაქმებული 50 ათასამდე შტატი, გარდა თავდაცვის სფეროში არსებული შტატებისა.

5. წვრილ და საშუალო ბიზნესს უნდა დაუდგინდეს ფიქსირებული გასახადი. ფინანსური ამნისტიის გამოცხადებაა აუცილებელი, რათა ეკონომიკას მიეცეს ბიძგი. აქციზის გადასახადის გაზრდა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ ეს დაარტყამს რიგითი ადამიანების ჯიბეს.

6. საგარეო ვალის მომსახურება უნდა შეჩერდეს დროებით უახლოესი 4-5 წლით", - აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ იმუშავებს ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად, მოხდება "ეკონომიკური ვარდნა" და "სოციალური აფეთქება", რაც პოლიტიკურ პროცესებში გადაიზრდება.

თარხან-მოურავი მთავრობას ურჩევს, კომისია დაკომპლექტდეს პოლიტიკური პარტიებისა და ეკონომისტებისგან.

მკითხველის კომენტარები
(12)

მამუკა
22 დეკემბერი , 2016 06:12

როგორ ყველა ეკონომიკის სპეციალისტია.......

Zorbegi
22 დეკემბერი , 2016 03:12

წინაპრების დატოვებული გეგმაა

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დავით თარხან - მოურავს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის 6 - პუნქტიანი გეგმა აქვს | Allnews.Ge