10 ხუთშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
21.12.2016 / 12:12
შრიფტის ზომა:

რატომ გაჩერდა 34 მილიონი დოლარის ღირებულების გორის ქარის ელექტროსადგური

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, გორის 20,7 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური ამჟამად არ ფუნქციონირებს.

პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ ელექტროსადგურის ფრთები არ ტრიალებს.

"30 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ფულით აშენებული ფრთები გაუჩერებიათ თუ გაჩერებულა. გუშინ კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი - რაში დაიხარჯა ამდენი ფული თუ მასში გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე იმპორტი? ნახევრადხუმრობით ვთქვი, ხომ არ სჯობია, რომ გააჩეროთ-მეთქი. თურმე უკვე გაუჩერებიათ. ამ ფასად ერთი მშვენიერი ჰიდროელექტროსადგური აშენდებოდა, რომელიც ერთი საუკუნე მოემსახურებოდა ქვეყანას," - წერს რომან გოცირიძე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

იმის გასარკვევად, ფუნქციონირებს თუ არა გორის ქარის ელექტროსადგური, Allnews.ge "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, თორნიკე ყაზარაშვილს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ელექტროსადგურის ფუნქციონირება ამჟამად შეჩერებულია, რადგან მას ქარის შესაბამისი ენერგია არ ჰყოფნის, თუმცა სადგური ნოემბრის შუა რიცხვებიდან აქტიურად მუშაობს, ხოლო მის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მხოლოდ მაშინ წყდება, როდესაც ქარის სიჩქარე 3მ/წმ-ზე ნაკლებია, - "ახლა არ შემიმოწმებია, ოფისში არ ვიმყოფები, შეიძლება ფუნქციონირებდეს, თუმცა რა თქმა უნდა, თუ ქარის შესაბამისი სიმძლავრე არ არის, ვერ იმუშავებს, სწორედ იმიტომ ჰქვია ქარის ელექტროსადგური, რომ ქარის ენერგია ესაჭიროება, რამდენი ვიდეოც არ უნდა დადონ და ილაპარაკონ, აზრი არ აქვს," - განმარტა თორნიკე ყაზარაშვილმა.

უნდა შეწყვიტოს თუ არა ფუნქციონირება აღნიშნულმა ელექტროსადგურმა ქარის არარსებობის შემთხვევაში, ამ საკითხზე კომენტარი ენერგეტიკოსმა ანზორ ჭითანავამ გააკეთა. მისი თქმით, ელექტროსადგურმა ძირითადად უნდა იმუშაოს, თუმცა თუ მას შესაბამისი ბუნებრივი პირობები არ აქვს, ჩერდება, - "არის შემთხვევები, როდესაც ელექტროსადგური შეიძლება, გაჩერდეს. ელექტროსადგური ახალი დამონტაჟებულია, ჩემი ინფორმაციით, ის კარგად მუშაობს, შესაბამის სიმძლავრეს ავითარებს და შესანიშნავად მუშაობს. ასევე, ელექტროსადგურს აქვს მაქსიმალური და მინიმალური პარამეტრები. როდესაც ქარი ელექტროსადგურის პარამეტრებს შეესაბამება, მაშინ ის ფუნქციონირებს და როდესაც არა, აღარ. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა," - განმარტავს ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ გორის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა პარტნიორმა კომპანიებმა,  "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა,"  "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დააფინანსა. ელექტროსადგურის მშენებლობაზე 34 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მის მიერ გამომუშავებული ენერგია 88 მლნ კვტ/საათია. ის ექვსი აგრეგატისგან შედგება და თითოეული მათგანის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.

მარიამ მენაბდიშვილი

მკითხველის კომენტარები
(13)

კობა
28 დეკემბერი , 2016 10:12

1კვტ დადგმული სიმძლავრე ჰიდრო და ქარის თითქმის უტოლდება ერთმანეთს. პრობლემაა გამომუშავებული ენერგიის თვითღირებულება, რომელიც ქარის ელსადგურებზე 3-4ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჰიდროსადგურებზე. რომელია უკეთესი წაგება ფინანსურად თუ კაშხალი?

დათოჭ
23 დეკემბერი , 2016 09:12

ჯერ ერთი ჰიდროელექტროსადგურებიდან რა ხალხს? მეორეც, წყალი თუ რესურსად ითვლება, ქარი და მზე არ ითვლება? მესამეც, ეს სადგური მაინც იმაზე იაფია ვიდრე ნებისმიერი დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში...ნენსკრა ჰესი უნდა იყოს 280 მეგავატი და მისი ღირებულება შეადგენს 1 მლრდ დოლარს როგორც მინიმუმ... ასე ზედაპირულად მსჯელობა როგორ შეიძლება.... პ.ს. საერთოდ სანამ რაიმე რესურსს ავითვისებთ ჯერ უნდა ვიცოდეთ რატო და როგორ გამოვიყენებთ..ჩვენ კი ელემენტარული ხედვაც არ გვაქვს....

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რატომ გაჩერდა 34 მილიონი დოლარის ღირებულების გორის ქარის ელექტროსადგური | Allnews.Ge