რა ქონებას ფლობს თედო კობახიძე
თევდორე კობახიძეს 2014 წლიდან დღემდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია. დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია, მიმდინარე წლის 29 სექტებმერს შეავსო.
საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, თედო კობახიძის პირად მფლობელობაშია ერთი საცხოვრებელი სახლი თბილისში და მიწის ნაკვეთი რაჭაში.
მოძრავი ქონების გრაფაში, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, მითითებულია დეპუტატის მეუღლის მფლობელობაში არსებული მსუბუქი ავტომანქანა სამარკო ნიშნით, Toyota RAV4.
რაც შეეხება საბანკო ან სხვა საკრედიტო ანგარიშებს, დეკლარაცის შევსების დროს, თედო კობახიძის, საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2 888, 62 ლარი, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 3 000 ლარი ფიქსირდება. დეპუტატის მეუღლის, ნანა თხელიძის საკრედიტო ანგარიშზეც ფიქსირდება თანხა 2 000 ლარის ოდენობით. რამდენიმე ანაბარი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, მისი შვილის მფლობელობაშია მითითებული. 29 სექტემბრის მონაცემებით, ნაღდი ფულის სახით, თედო კობახიძე 50 000 აშშ დოლარს, ხოლო მისი მეუღლე, 30 000 ევროს ფლობს.
ბიძინა ივანიშვილის ქონება დონალდ ტრამპისას აღემატება
საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გრაფაში, საკრებულოს დეპუტატი, შპს "დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლოს" პარტნიორად, ხოლო, შპს "კობახიძის იურიდიული ჯგუფის" დამფუძნებლად ფიქსირდება. თუმცა, ხსენებული შპს-ებიდან შემოსავალი არ მიუღია.
2015 წელს 31 დეკემბრის ჩათვლით, თედო კობახიძემ, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, ჯამში 49 920 ლარი მიიღო. რაც შეეხება დეპუტატის მეუღლეს, მან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის სამუშაო ანაზღაურება 7 300 ლარი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სადისციპლინო პალატის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობისთვის 10 576.80 ლარი მიიღო.
თედო კობახიძის ქონებრივ დეკლარაციაში, დეპუტატის სახელზე, ორი სამომხმარებლო სესხია მითითებული.
მკითხველის კომენტარები
(2)
ხო ეგრე კეზერაც ამბობდა ხელფასზე ვცხოვრობო და უცეფ არც მეტი არც ნაკლები 800 მილიონი ქონია ტიპს ოფშორში. თან ბენზინგასამარტი სადგურები გალფის და ფოტის პორტის 30 პროცენტიც ფეშქაშათ..დდ ეს კეზერასთან ეტყობა ჯერ ვერ მივა მარა ეცდება თუარაა მილიონერი ჯერჯერობით.
ვინმეს სჯერა, რომ დღევანდელ დღეს შეიძლება ადამიანს აი ასე უბრალოდ სახლში ედოს 50,000 დოლარი და 30,000 ევრო (მაშინ როცა ანგარიშზე მხოლოდ 2000 ლარი აქვს). არც ანაბარზე, არც თუნდაც უბრალოდ მიმდინარე ანგარიშზე, არა, აი ასე უბრალოდ სახლში, უჯრაში :):) კარგით რა, ხომ ყველას ესმის, რომ ეს უბრალოდ წინასწარ ნაჩვენები თანხაა, რომლითაც შემდეგ დაუსაბუთებელი შესყიდვები უნდა "გაპრავდეს", ანუ რეალურად შავი ფულია.