14 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
11.01.2017 / 05:01
შრიფტის ზომა:

კახა კალაძე - ქართულმა მხარემ "გაზპრომისგან" საინტერესო წინადადება მიიღო

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ "გაზპრომისგან" გუშინ გამართულ შეხვედრაზე "საინტერესო წინადადება" მიიღო.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს წუხელ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, აღნიშნულ წინადადებაზე საქართველოს მთავრობა დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

"რამდენიმე შეხვედრა გაიმართა "გაზპრომთან", თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ, რადგან ჩვენი პოზიციები ძალიან განსხვავებული იყო. ამ შეხვედრას რაც შეეხება, საინტერესო იყო - საინტერესო წინადადება იქნა გაჟღერებული "გაზპრომის" მხრიდან.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს წინადადება არის ბოლო შემოთავაზება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვფიქრობ, საინტერესოა, დღეს მთავრობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით.

ბუნებრივი აირი თუ ფული - რა შემთხვევაში უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ "გაზპრომისგან"

ძირითადად საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინა შეხვედრაზე იმდენად განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან, რომ საერთოდ საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული შემოთავაზება საინტერესოა და ამაზე ვიმსჯელებთ.

საუბარია ფინანსურ ანაზღაურებაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას, რომ სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასური ქართულმა მხარემ ფინანსური ანაზღაურების სახით არ უნდა მიიღოს, კალაძის აზრით, "ამ ადამიანების განცხადებები არასერიოზულია".

"არასერიოზულია ამ ადამიანების განცხადებები - აბსოლუტურად არააკვალიფიციური და არაპროფესიონალური. საერთოდ ჩახედულიც არ არიან, რა და როგორ არის", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

მკითხველის კომენტარები
(2)

ნინი
11 იანვარი , 2017 07:01

კახა,წარმატებები.არც ერტი ნაბიჯი უკან.მეტი პრინციპულობა.წინ საკარტველოა.

აირი
11 იანვარი , 2017 06:01

ეს აირი ხალხს უფასოდ უნდა მიეწოდოს, რადგან აირის გამტარი მილები სახელმწიფო საკუთრებაა და თუ ფულით მოხდა მისი ანაზღაურება, თანხა ჩაირიცხება ბიუჯეტში და მთავრობა შეჭამს პრემიების დანამატების და ხელფასების სახით. ხალხს? ...

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კახა კალაძე - ქართულმა მხარემ "გაზპრომისგან" საინტერესო წინადადება მიიღო | Allnews.Ge