26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
11.01.2017 / 11:01
შრიფტის ზომა:

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება - ვის არ შეეხება სუბსიდირება?

კომერციული ბანკები 17 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, შესაბამის მითითებას კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი მისცემს.

"დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული სესხების გალარების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. ანუ, თუ ვინმეს ჰქონდა სესხი აღებული 2015 წლის 1-ელ იანვრამდე და გააჩნია ნაშთი ან იმავე ბანკში, ან ახლა არის გადასული სხვა ბანკში, პოტენციურად ეხება ეს აქცია.

სულ ასეთი სესხი არის 33 000.

თუ მსესხებელს გააჩნია 40 000-ზე მეტი ოდენობის სესხი, მაშინ მას შეეხება ნაწილობრივ სუბსიდირება ანუ 40 000 დოლარის ფარგლებში ეხება სუბსიდირება. თუ მსესხებელს აქვს სესხი 100 000 დოლარზე მეტი, დღეის მდგომარეობით, ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, სუბსიდირება არ შეეხებათ მათ, ვისი შემოსავალიც არის 100 000 ლარზე მეტი 2015 წლის მდგომარეობით. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება ანუ თუ სხვა კომერციული ბანკი გვთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე მომსახურე ბანკი, მაშინ პორტირება დასაშვებია და შეიძლება გადავიდეთ იქ, სადაც უკეთესი პირობები გვექნება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამა იწყება 17 იანვრიდან და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ამ 2 თვის განმავლობაში ფიზიკურ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს აქცია, შეუძლიათ მიაკითხონ მათთვის სასურველ კომერციულ ბანკს. ეს პროგრამა არის ერთჯერადი და არის ნებაყოფლობითი. ჩვენ მივცემთ მითითებას კომერციულ ბანკებს, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში სმს-ით ან სხვა რაიმე გზით შეეხმიანონ და აცნობონ იმ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხებათ ეს აქცია.

ფიზიკურ პირებს არ სჭირდებათ, რომ განკარგულების დეტალები ბოლომდე გაარკვიონ. კომერციული ბანკები ვალდებული იქნებიან, თვითონ დაუკავშირდნენ მათ, ვისაც პოტენციურად ეხებათ ეს პროგრამა. თუმცა, ბუნებრივია, ვინც თვლის, რომ მას ეხება, მაგრამ პროგრამის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში არავინ დაუკავშირდა, მათაც აქვთ შესაძლებლობა, შეეხმიანონ კომერციულ ბანკს და გადაამოწმონ, ეხებათ თუ არა სუბსიდირების აქცია", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, ბანკებს აეკრძალებათ, რომ კონვერტაციის დროს გადაახდევინონ მსესხებელს რაიმე დამატებითი ხარჯი, წინასწარ დაფარვის საკომისიო ან სესხის დაფარვის საკომისიო.

მკითხველის კომენტარები
(4)

თამაზ პოპიაშვილი
01 თებერვალი , 2017 14:02

პირს რომელმაც შემოსავალი ხელფასის სახით მიიღო 40000 ლარი 2015 წელს, მოხვდება გალარების პროგრამაში. ი.მ. რომელმაც მიიღო იმდენივე შემოსავალი მაგრამ მისი წლიური დეკლარაციის 15-ე გრაფაში ჩაწერილია ვთქვათ 700000ლარი რომელიც არ ნიშნავს ი.მ. შემოსავალს არამედ რეალურ შემოსავალთან მიერთებულია ბრუნვა.ანუ ი.მ. და ხელფასზე მომუშავეს ტოლი შემოსავლები აქვთ მაგრამ ინდ. მეწარმეს ეს პროგრამა არ შეეხება. მაშინ როდესაც სხვა მაჩვენებლები მსგავსი აქვთ.

მურად
19 იანვარი , 2017 08:01

მე სმს მომივიდა ბანკიდან რომ გეკუთვნით გალარების აქცია,სესხი აღებულუ მაქვს 2015 ის თებერვალში,მივედი ბანკში მაგრამ არაო,მაშინ სმს რად მიგზავნით და მაიმედებთ ტყუილად?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სესხების გალარების პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება - ვის არ შეეხება სუბსიდირება? | Allnews.Ge