
ქართული ჩურჩხელა ექსპორტზე ირანში გავიდა. პირველი საცდელი პარტია, სხვადასხვა სახეობის 1 000 ცალი ჩურჩხელა ისპაჰანში ქართული პროდუქტების კომპანია "გრემმა" გაიტანა. კომპანიის დამფუძნებლის გიორგი მაჩაბლის თქმით, ჩურჩხელა ფერეიდნელმა მეწარმემ თავისი ახლადგახსნილი ქართული რესტორნისთვის შეიძინა.
"ჩემი აზრით, ირანში ექსპორტი მომავალში უფრო გაიზრდება, რადგან პროდუქტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის სპეციალური ხის ყუთები შევუკვეთეთ, რათა ჩურჩხელა გზაში არ გატყდეს. ასევე მომზადებისა და გაშრობის პროცედურებს ვიცავთ და პროდუქტს არ ვღებავთ", - განაცხადა კომპანია "გრემის" დაფუძნებელმა.
"ამაზონზე" ჩურჩხელა 17.95 დოლარად იყიდება
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ირანში თაფლის პირველი სატესტო პარტიაც გაიგზავნა.
გიორგი მაჩაბლის თქმით, კომპანიას თავისი პროდუქტი ექსპორტზე ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში უკვე გააქვს. ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში კი მცირე რაოდენობით პროდუქტის სატესტო პარტიები გაიგზავნა.
ქართული ნატურალური პროდუქტების კომპანია "გრემმა" 2 თვის წინ დაიწყო ფუნქციონირება. კომპანია მურაბებს, ჯონჯოლს, აჯიკას, სვანურ მარილს, თაფლსა და სხვა 15-მდე სახის პროდუქტს აწარმოებს.
ქართული ტყლაპი და ჩურჩხელა, შესაძლოა, აშშ-სა და პოლონეთის ბაზრებზე გამოჩნდეს
წყარო: bpn.ge
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgian Churchkhela exported to Iran
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ქართული ჩურჩხელა ექსპორტზე ირანში გავიდა. პირველი საცდელი პარტია, სხვადასხვა სახეობის 1 000 ცალი ჩურჩხელა ისპაჰანში ქართული პროდუქტების კომპანია "გრემმა" გაიტანა. კომპანიის დამფუძნებლის გიორგი მაჩაბლის თქმით, ჩურჩხელა ფერეიდნელმა მეწარმემ თავისი ახლადგახსნილი ქართული რესტორნისთვის შეიძინა.
"ჩემი აზრით, ირანში ექსპორტი მომავალში უფრო გაიზრდება, რადგან პროდუქტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის სპეციალური ხის ყუთები შევუკვეთეთ, რათა ჩურჩხელა გზაში არ გატყდეს. ასევე მომზადებისა და გაშრობის პროცედურებს ვიცავთ და პროდუქტს არ ვღებავთ", - განაცხადა კომპანია "გრემის" დაფუძნებელმა.
"ამაზონზე" ჩურჩხელა 17.95 დოლარად იყიდება
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ირანში თაფლის პირველი სატესტო პარტიაც გაიგზავნა.
გიორგი მაჩაბლის თქმით, კომპანიას თავისი პროდუქტი ექსპორტზე ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში უკვე გააქვს. ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში კი მცირე რაოდენობით პროდუქტის სატესტო პარტიები გაიგზავნა.
ქართული ნატურალური პროდუქტების კომპანია "გრემმა" 2 თვის წინ დაიწყო ფუნქციონირება. კომპანია მურაბებს, ჯონჯოლს, აჯიკას, სვანურ მარილს, თაფლსა და სხვა 15-მდე სახის პროდუქტს აწარმოებს.
ქართული ტყლაპი და ჩურჩხელა, შესაძლოა, აშშ-სა და პოლონეთის ბაზრებზე გამოჩნდეს
წყარო: bpn.ge
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Georgian Churchkhela exported to Iran
მკითხველის კომენტარები
(2)
სწორი და აზრიანინ გათვლაა,ქართველებმა ვიცით კარგი მოლხენა და სატანადოდ გვესმის ხარისხიანი საჭმელების კეთებაც, ამაში ბადალი არა გვაქვს. ასე რომ რაც ვიცით ის აკეტეთ
სასიხარულოა! წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ნაწარმს და მის მწარმოებლებს.