როდესაც წარმატებული ბიზნესმენების ისტორიებს ვისმენთ, პოზიტიურ განწყობას თავდაპირველად, მათი მოტივაცია და ე.წ "ადამიანური ისტორია" გვიქმნის, რომელიც ყოველთვის სტუდენტის, რომელიმე დიდი კომპანიის "პატარა" თანამშრომლისა თუ ღარიბი გამომგონებლის შესახებაა.
ამ ადამიანებმა ყველაფერი ნულიდან დაიწყეს, დღეს კი მილიარდერები არიან. ინტერვიუებში ამბობენ, რომ დაბრკოლება ბევრი იყო, მაგრამ უკან არ დაუხევიათ, ამიტომ თუ გაქვთ ბიზნეს-იდეა, რომელიც, თქვენი აზრით, გაამართლებს, იქნებ გარისკვა ღირდეს. Allnews.ge წარმოგიდგენთ საფეხურებს, თუ როგორ დაიწყოთ ბიზნესი, რა დოკუმენტები უნდა შეაგროვოთ და ვის მიმართოთ ამისთვის.
თუ ბიზნეს საქმიანობას იწყებთ, მეწარმე სუბიექტად სპეციალური ფორმის შევსების საშუალებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა დარეგისტრირდეთ, რისთვისაც ერთი დღეა საჭირო. რაც შეეხება რეგისტრაციის ღირებულებას, ინდივიდუალური მეწარმე ერთ სამუშაო დღეში რეგისტრაციისთვის 20 ლარს, ხოლო იმავე დღეს დარეგისტრირებისთვის 50 ლარის გადახდაა საჭირო.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) - ერთ დღეში 100 ლარს, ხოლო, იმავე დღეს 200 ლარს; კომანდიტური საზოგადოება (კს, საზოგადოების პარტნიორთა ნაწილი) - ერთ დღეში 100 ლარს, ხოლო იმავე დღეს 200 ლარს გადაიხდით. ამავე თანხებს გადაიხდით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს), სააქციო საზოგადოების (სს, კორპორაცია) და კოოპერატივის დარეგისტრირებისას.
ბიზნესის წამოწყებისას, თუ მეწარმე იურიდიულ პირად რეგისტრირდებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული განაცხადი უნდა წარადგინოთ. მასში მითითებული უნდა იყოს:
1. საწარმოს სახელწოდება;
2. საწარმოს სამართლებრივი ფორმა და იურიდიული მისამართი;
3. საწარმოს პარტნიორის ან პარტნიორების სახელები და გვარები, საცხოვრებელი ადგილის მისამართები და პირადი ნომრები;
4. საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი;
5. საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან პირების სახელები და გვარები, საცხოვრებელი ადგილები და მისამართები;
6. გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი.
იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირდებით, ამისათვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხოლოდ პირადობის მოწმობასა და განცხადებას წარადგენთ, რომელშიც თქვენი სახელი, პირადი ნომერი, ხელმოწერა, საწარმოს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია და განცახდების შევსების თარიღი უნდა ეწეროს.
თუ ბიზნესს ნულიდან არ იწყებთ და გარკვეული შემოსავალი უკვე გაქვთ, რომლის გაზრდასაც გეგმავთ, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოთ. მიკრო ბიზნესის სტატუსი მოგენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს საქმიანობას დამოუკიდებლად ეწევით და ერთი წლის განმავლობაში შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება. მიკრო ბიზნესის სტატუსის მისაღებად საგადასახადო ორგანოს საცხოვრებელი ან საგადასახადო აღრიცვის ადგილის მიხედვით უნდა მიმართოთ. იგივე ვრცელდება მცირე ბიზნესის შემთხვევაშიც.
იმ შემთხვევაში, თუ მცირე ბიზნესის სტატუსი გენიჭებათ, მაშინ თქვენი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
აღსანიშნავია, რომ მიკრო ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში, საქმიანობები, რომლებიც ლიცენზირებას ან ნებართვას, სავალუტო ოპერაციების განხორციელებას, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო საქმიანობის, სათამაშო ბიზნესისა და ვაჭრობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება ხდება) გეკრძალებათ.
ასევე, ბიზნესის წამოწყების შემთხვევაში, კონკრეტული საქმიანობის ლიცენზია შესაბამის უწყებაში უნდა აიღოთ.
მაგალითად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" უნდა მიმართოთ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა გსურთ, აღნიშნულ ნებართვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი დაწესებულება "ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია" გასცემს და ა.შ.
შესაძლოა, საექსპორტო ბიზნეს საქმიანობის წამოწყება გსურთ, რისთვისაც ნებართვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ "შემოსავლების სამსახური," სსიპ "საქართველოს სამრეწველო პალატა" და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ბიზნესის დაწყების 10 საფეხურს გვთავაზობს:
1. მოახდინეთ ბაზრის მარტივი ანალიზი;
2. განსაზღვრეთ რა სახის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება შეგიძლიათ მომხმარებლისათვის და ვინ იქნება თქვენი პოტენციური მომხმარებელი;
3. ბაზარზე თქვენი პოზიციები და კონკურენტები სწორად შეაფასეთ;
4. დაამყარეთ ურთიერთობა პროფესიონალებთან;
5. შეისწავლეთ სამართლებრივი გარემო;
6. შეაფასეთ თქვენი ბიზნესის მომგებიანობა;
7. სწორად შეაფასეთ თქვენი წარმატების ძირითადი ფაქტორები;
8. შეადგინეთ ბიზნეს-გეგმა;
9. მოიძიეთ ფინანსური რესურსი;
10. დააფუძნეთ საწარმო.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული, ძირითადი პროცედურები მარტივი და გამჭირვალეა, "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" დაკვეთით ჩატარებულმა "აიესაის" კველვამ აჩვენა, რომ
2016 წლის მონაცემებით, ქართველი ახალგაზრდების 87%-ს საკუთარი ბიზნესის წამოწყება არასდროს უცდია.
Doing Business-ის კვლევის მიხედვით, საქართველო, მსოფლიოში, ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-8 პოზიციას იკავებს.
ამის მიზეზად, "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე, ახალგაზრდებისა და ზოგადად, ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის ფინანსური რესურსების არარსებობას ასახელებს. მისი თქმით, დღეს ახალგაზრდები ძირითადად Startup-ებით არიან დაკავებულები, რისი დაფინანსებაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც გართულდა.
"საქართვლოში ბევრს ჰგონია, რომ ბიზნეს უნარ-ჩვევები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ბიზნესის მართვას სწორად შეძლებს. ცოდნა და უნარ-ჩვევები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ახალგაზრდას დაეხმარება, რომ ბიზნესი დაიწყოს,"-განმარტავს ის.
სპეციალისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის წამოწყება, საქართველოში ტექნიკურად მარტივია, მას ბევრი სხვა სირთულე ახლავს, რაც უნარ-ჩვევებში, ცოდნის ნაკლებობასა და კაპიტალში გამოიხატება. გიორგი კეპულაძის თქმით, ხელისუფლების მიერ 2014 წელს წამოწყებული "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა," რომლის ბიუჯეტიც 20 მილიონ ლარს წარმოადგენდა და ძირითადად, მეწარმეების გადამზადებაზე იყო გათვლილი, კარგი წამოწყებაა, თუმცა, სახელმწიფომ ბიზნესს ხელი სხვაგვარად უნდა შეუწყოს.
"მთავრობამ კარგი ბიზნეს გარემო საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით უნდა უზრუნველყოს.
რაც დაბალ გადასახადებში, ნაკლებ კორუფციაში, თავისუფალ სასამართლოში და უცხოელი ინვესტორებისთვის კარგი ბიზნეს გარემოს შექმნაში უნდა გამოიტახებოდეს,"-აღნიშნავს ის.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, ბიზნესის წარმოების მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს პოზიციით მნიშვნელოვნად უსწრებს. Doing Business-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოებით სომხეთს 37-ე, აზერბაიჯანს 70-ე, უკრაინას 112-ე, რუსეთს კი 92-ე ადგილი უკავია.
სწორედ ამიტომ, დაიწყეთ ბიზნესი საქართველოში, რადგან მეზობელ ქვეყნებში კაპიტალის მოძიება გაცილებით რთულია.
მარიამ მენაბდიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(2)
კარგი მასალაა,-პოლიტიკის გარეშე საკითხს ეხება, თანაც,-საინტერესოდ. ეგაა, რომ აქცენტი უცხოელებზეა, რომლებსაც საქართველო მადიან ლუკმად აქვთ შეგულებული, ხოლო მკვიდრი მოსახლეობა ცივი-ქარიანი-წვიმიანი ქუჩის ბიზნესის იქით ვერ წასულა და ვერც წავა.....
საკვირველია, რატომ გარბიან უცხოეთში (განსაკუთრებით, რუსეთსი) ფულის საშოვნელად ქართველები?