08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
08.02.2017 / 07:02
შრიფტის ზომა:

"ფრესკოსთან" დაკავშირებული გახმაურებული ფაქტები

სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა. ძირითადი მიზეზი, მისი მესაკუთრის, ვასილ სოფრომაძის უცნაური ინიციატივები და განცხადებები იყო.

მაგალითისთვის, 2015 წლის პირველი ნოემბრიდან, "ფრესკოს" ხელმძღვანელის ინიციატივით, ყოველ საღამოს, 21:00 საათზე, ყველა სუპერმარკეტში საქართველოს ჰიმნი ჟღერდებოდა.

"ფრესკო" ხალხის ერთი პატარა ნაწილია, იმ ხალხის, რომელიც ერთადერთი ძალაა ამ ქვეყანაში და არ არსებობს არც პირველი, არც მეორე და არც მესამე ძალა. ამ ძალის ნება მხოლოდ კანონით დანიშნულ დროს, საარჩევნო ყუთებთან უნდა გამოიხატოს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ფრესკო": "ეს ადამიანები არ აკმაყოფილებდნენ სტანდარტებს"

აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაწყებული ამა წლის 1 ნოემბრიდან, ჩვენი კომპანიის ყველა სუპერმარკეტში ყოველ დღე 21:00 საათზე, გავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი, როგორც შეხსენება ყოველივე ზემოთ თქმულის, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ ჩამოყალიბდება მთავრობა.

გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ ინიციატივას, რომელიც გამოხატავს ჩვენს საერთო გულისტკივილს.

"....თავისუფლებას დიდება !"

P.S. თუ ვინმეს ჰგონია რომ მე ვასილ სოფრომაძეს ვინმეზე ნაკლები ტემპერამენტით შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი, ან საერთოდ მაწუხებს ეს აზრი ვინმესთვის მოსაწონი იქნება თუ არა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემს ძარღვებში სისხლის მაგივრად წყალია, ძალიან ცდება, უბრალოდ, მე მთელი ჩემი შეგრძნებით და გამოცდილებით ვიცი, ახლა ყველაზე მეტად ქვეყანას თავისუფალი მედია, სიმშვიდე და სტაბილიზაცია სჭირდება" - ნათქვამი იყო სოფრომაძის განცხადებაში.

თუმცა, ბიზნესმენის თქმით, სოციალურ ქსელებში გამოწვეული უარყოფითი რეაქციის გამო ეს აქცია შეჩერდა.

ბიზნესმენ ვასილ სოფრომაძეს ასევე ეკუთვნის გახმაურებული განცხადება "არ გინდოდათ, რძე და ყველი?" რომელიც მან ჟურნალისტების მისამართით გააჟღერა, მას შემდეგ რა მისი საქმიანობის შესახებ სიუჟეტი მომზადდა.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გარდა, 2016 წის ნოემბერში სკანდალი გამოიწვია ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, სუპერმარკეტის თაროებსა და სალაროსთან ფასები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ იყო, რაც ვასილ სოფრომაძემ უარყო და განმარტა, რომ სალაროსთან 5%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, შესაბამისად თაროებზე აღნიშნული ფასებია მითითებული.

"გაახილეთ თვალები არამარტო სუპერმარკეტში, არამედ ცხოვრებაშიც, სულ რომ გძინავთ და მხოლოდ ნეგატივს ეძებთ,"-ეწერა ბიზნესმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ფრესკოს" თანამშრომლების ხმაურიანი განცხადება მძიმე სამუშაო პირობებზე

ამჟამად "ფრესკოს" მიმართ საზოგადოების ყურადღება მისი ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც აღნიშნულია, რომ თანამშრომლები 12 საათის განმავლობაში 400 ლარიანი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობენ, ამ პერიოდის განმავლობაში მათ მობილური ტელეფონის გამოყენების უფლება არ აქვთ და ხელფასიდან გაურკვეველი ჯარიმების გამო თანხებს აჭრიან.

"ფრესკოს" შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეამოწმებს

"ფრესკო" საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს და 8 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. კომპანიის ოფიციალურ გვერდზე თანამშრომლების შესახებ განსახვავებულ მიდგომაზეა საუბარი.

"ფრესკო" მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების ზრდასა და განვითარებაზე, სხვადასხვა ტრენინგებით, შეფასებებისა და ბონუსების სისტემით ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას და კვალიფიკაციის ამაღლებას და აძლევს მათ კომპანიაში კარიერული განვითარების საშუალებას."

ყოფილი თანამშრომლების თქმით, ფრესკო მათი განვითარებისა და წინსვლის ნაცვლად, პერსონალზე ზეწოლას ახდენს.

"თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. მაგალითად, ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლების უმეტესობამ ნოემბრის თვეში გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, შესაბამისი განცხადების დაწერის საფუძველზე, თუმცაღა საოპერაციოს დირექტორმა ამის საშუალება არ მისცა მათ და დაემუქრა, რომ წასვლის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სხვადასხვა კომპანიებს და ცუდ სტატუსს მიანიჭებდა მათ CV-ს,"-ნათქვამია განცხადებაში.

სპერმარკეტ "ფრესკოში" ამჟამად 400-ზე მეტი პირია დასაქმებული.

მკითხველის კომენტარები
(21)

მამუკა
10 თებერვალი , 2017 05:02

ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია,მიმდინარეობს მონოპოლიზაციის პროცესი,მსხვილი ფირმების ხელში გადადის ყველაფერი,მცირე მეწარმეები კოტრდებიან და გადადიან უმუშევართა სიაში, ამ ჰიპერმარკეტებში კი რა ხელფასებიცაა ყველა ხედავთ.ერთი სიტყვით თუ ასე გაგრძელდა ფულიანი ხალხი ჩაიგდებს ხელში ყველაფერს და დაგვიყენებს მოჯამაგირეებად.

ნატა
09 თებერვალი , 2017 08:02

მეც დავდიოდი,მაგრამ ახლა აღარ დავდივარ,ხალხს ატყუებენ,დახლზე სხვა ფასები უწერიათ,ჩეკზე სხვა ფასებია.უკვე მერემდენედ მოვტყუვდი,არარ დავდივარ,თანაც ძალიან ძვირია ყველაფერი

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ფრესკოსთან" დაკავშირებული გახმაურებული ფაქტები | Allnews.Ge