საზოგადოება
27.03.2019 / 08:03
შრიფტის ზომა:

ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

ოთხი დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს ამის უფლება მიეცემათ.

კერძოდ, საუბარია იმ დასაქმებულ პირებზე, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ან მეტი ასაკის იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ 1-ლი აპრილი სქემიდან გასვლისთვის განსაზღვრული მინიმალური ვადაა, თუმცა, ეს თარიღი შესაძლოა, ინდივიდუალური იყოს. კერძოდ კი, პირები რომელთაც ამის უფლება აქვთ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების (ხელფასის ჩარიცხვის) დღიდან 3 თვის შემდეგ შეძლებენ. როდის განხორციელდა პირველი საპენსიო შენატანი, ამის გადამოწმება კი მოქალაქეებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე შეუძლიათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სქემიდან გასვლისთვის პირებს ორთვიანი ვადა აქვთ ანუ სისტემიდან გასვლა 1-ლი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პერიოდში, პირი საპენსიო სქემას არ დატოვებს, ის სისტემის მონაწილედ დარჩება.

რაც შეეხება პროცედურას, საპენსიო სქემიდან ამორთვისთვის, აუცილებელია მოქალაქე მივიდეს საპენსიო სააგენტოს ფილიალში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და მიმართოს სააგენტოს განცხადებით. ამისთვის მოქალაქეს თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო თუ მის ნაცვლად სხვა ადამიანი მივა განაცხადის დასაწერად შესაბამისი მინდობილობა უნდა ჰქონდეს. სქემიდან გასვლა განცხადების დაწერისთანავე მოხდება, ხოლო ამის შემდეგ 1 თვის პერიოდში სისტემიდან გასულ დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს ფონდში განხორციელებული შენატანები დაუბრუნდებათ.

ამ 3 თვის განმავლობაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა, დასაქმებულს, მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს საპენსიო შენატანები სრულად დაუბრუნდებათ.

კონკრეტულად კი, დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს; დასაქმებულის სახელით, განხორციელებული შენატანები და საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და დაუბრუნდება დასაქმებულს (შემდეგ დამსაქმებლის მიერ მოხდება დასაქმებულისთვის დაბრუნება); სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შენატანები და საინვესტიციო შემოსავალი კი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადაირიცხება.

ცნობისთვის, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება ექნებათ 230 ათასია.

bpn.ge

მკითხველის კომენტარები
(1)

მახო
03 ივნისი , 2018 17:06

ქოცებო,ეგენიც პირსისხლიანი ნაცები არან არა?!!!!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა ხდება რუსთავის ავტობაზრობაზე? | Allnews.Ge

რა ხდება რუსთავის ავტობაზრობაზე?

საქართველოში შემოსული მანქანების 80% რეექსპორტზე გადის. განბაჟების გაძვირებამდე მეტწილად დაახლოებით 5.000-დოლარიანი მანქანები იყიდებოდა და ყიდულობდნენ ქართველებიც, სომხებიც და უკრაინელებიც. ახლა ძირითადი მყიდველი უკრაინელები და სომხები არიან. ათი მყიდველიდან ორი თუ არის ქართველი, ორი-სამიც უკრაინელი და დავრჩით სომხების ამარა. სომხებმა რომ იციან, გაყიდვა გვიჭირს, წიხლს გვაჭერენ და ფასს გვაკლებინებენ.

"ის დრო წავიდა, რუსთავის ავტომანქანების ბაზრობაზე მყიდველები ერთმანეთს გვერდს რომ ძლივს უქცევდნენ. ახლა სულ სხვა სურათიაო", - მითხრა ახლობელმა, როდესაც შეიტყო, რომ რეპორტაჟის მოსამზადებლად მივდიოდი. მართლაც, დღეს აქ ხალხი კვირა დღესაც კი კანტიკუნტად დადის. სადგომის მორიგემ მანქანიდან გადმოსვლა არ გვაცალა, აქ დგომა 3 ლარი ღირსო და ხურდის ჩასაჩხრიალებლად ხელი გამოგვიწოდა. ავტომანქანის "დაბინავების" შემდეგ, ბაზრობის იმ ნაწილში აღმოვჩნდით, სადაც ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანებით ვაჭრობენ. მიმასწავლეს, აქ ყველაზე მეტი ძია ოთარმა იცისო და მეც მისკენ გავემართე.

- გაძვირებული განბაჟებით შემოსული მანქანები მარტის დასაწყისში გამოჩნდება ბაზარზე, რასაც საფასურის გაზრდაც მოჰყვება. არადა, მყიდველი ახლაც კანტიკუნტად ჩანს და მერე სულ დაფრთხება. ბაზრობაზე დგომის საფასური ძველებურად კვირაში 40 ლარია. ერთი მანქანა გასაყიდად შეიძლება 3 თვეც იდგეს და წარმოიდგინეთ, რამდენი 40 ლარი ენაცვლება მყიდველის მოლოდინს, სიხალვათე თვალში საცემია, არა? - მეუბნება ბატონი ოთარი.

ერთი გაბრაზებული გამყიდველი შემოგვიერთდა: - კრედიტებით, ვალებით ვიყიდეთ მანქანები და ისეთი რეგულაციები შეაქვთ კანონში, მყიდველს ახლა აქ ქუდი რომ შემოუგდო, აღარ შემოვა. რაც ეს მანქანა აქ დავაყენე, 5-6-მა კაცმა თუ იკითხა ფასი. შავ "მერსედესს" ვყიდი. წლოვანება, მდგომარეობა, ფერი, თითქოს ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, ფასსაც ისეთს არ ვეუბნები, რომ მყიდველი გავაქციო, მაგრამ...

- მყიდველის გემოვნება ათასნაირია. თუმცა ყველა დროში იყო მოდური მოთხოვნები, - მეუბნება ხანში შესული მამაკაცი, სახელად ზურა - დღეს უმრავლესობას თეთრი და შავი ავტომანქანები ურჩევნია, ადრე ვერცხლისფერს ანიჭებდნენ უპირატესობას, წითელი ავტომობილი შედარებით იაფად ფასობს. ყველაზე მოთხოვნადი "ფოლკსვაგენია". მყიდველების უმრავლესობა უკრაინელია, მანქანას აქ განაბაჟებენ და ისე მიჰყავთ. ადრე აზერბაიჯანელები ჭარბობდნენ, ახლა მათ ვეღარ ნახავ.

- მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე თუ არის მოთხოვნა?

- მარჯვენასაჭიანების განბაჟება სამმაგად გაძვირდა. ეს ფასზეც უარყოფითად აისახება და მყიდველის რაოდენობაზეც...

ჩემი შემდეგი რესპონდენტიც ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანებით ვაჭრობს:

- დაბალი კლასის მანქანები უფრო იყიდება. მე ევროპულ მანქანას ვიყიდდი, უფრო რბილად დადის და გამძლეცაა. ორი მანქანა მყავდა ჩამოყვანილი. ორი თვის თავზე უწევთ განბაჟება და რადგან მანამდე ვერ გავყიდე, განვაბაჟე. 2013-წლიანია და განბაჟებაში 3 700-ზე ცოტა მეტი გადავიხადე. ძველი მანქანის შემოყვანაზე დააწესონ მაღალი ტარიფი, ახალზე კი ნაკლები.

თუ ახალი მანქანის შემოყვანა არ გააიაფე, როგორ ჩაანაცვლებს ახალი ძველს?! "

საუბარში "მერსედესის" გამყიდველი ერთვება: - მიუხედავად სიძნელეებისა და სიდუხჭირისა, ვერ გავამართლებ იმ ადამიანებს, რომლებიც კატალიზატორებს იღებენ გასაყიდი მანქანებიდან და 80 ლარად აბარებენ. კატალიზატორი ჰაერს ფილტრავს.

- რისთვის იყენებენ?

- ძვირფას მეტალსაც შეიცავს და აზერბაიჯანშიც გადის. იქაური კანონი ავალდებულებს მძღოლებს და თვითონაც ფიქრობენ, ალბათ, თავიანთ ქვეყანაზე. ჩვენ კი ჩვენი თავის მტრები გამოვდივართ. კატალიზატორის მაგივრად დასვრეტილ მილებს ან ქვაბის სახეხ მავთულებს აყენებენ...

აქა-იქ მანქანის სახურავზე გასაყიდად გამოფენილი ფეხსაცმელი და ფერად-ფერადი ქურთუკები ჩანს. მეც ფეხსაცმლის ფასი ვიკითხე, რომ საუბარში ამყოლოდა ევროპული სექციის გამყიდველი. გამიმართლა, ჩემი რესპონდენტი, ჯემალ ტრაპაიძე, გულახდილად მესაუბრა:

- აქ რომ ბევრი ფული იშოვებოდეს, ჩვენ ვინ მიგვიშვებდა, თუმცა იმდენს ყოველთვის ვშოულობდით, ოჯახები შეგვენახა. ახლა განბაჟების გადასახადი იმდენად გაიზარდა, ამ საქმით ოჯახს ვერ შეინახავ.

ადრე ასეთივე "ოპელ საფირას" განბაჟება გადაფორმებიანად 1.500 ლარი ღირდა, ახლა 2.600 ლარი გადავიხადე - 1.100 ლარით გამიძვირდა და ვიცი, ქართველი არ იყიდის; დიზელზეა, ესე იგი, სომეხსაც არ მოეწონება; შეიძლება უკრაინელმა ან რუსმა შეიძინოს.

ხომ შეიძლებოდა 2000 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანების განბაჟების საფასური ნაკლებად გაზრდილიყო, უფრო ძველი მანქანების კი - მეტად. ვითომ იმიტომ შემოიღეს ეს რეგულაციები, რომ ავტოპარკი გაეახალგაზრდავებინათ, მაგრამ მყიდველი რომ აღარ არის? ათი მყიდველიდან ორი თუ არის ქართველი.

დანარჩენები სომხები და უკრაინელები არიან, ანუ აქ შემოსული მანქანების 80% რეექსპორტზე გადის. განბაჟების გაძვირებამდე მეტწილად დაახლოებით 5.000-დოლარიანი მანქანები იყიდებოდა და ყიდულობდნენ ქართველებიც, სომხებიც და უკრაინელებიც. ახლა ძირითადი მყიდველი უკრაინელები და სომხები არიან. იმ ათიდანაც ორი-სამი თუ არის უკრაინელი და დავრჩით სომხების ამარა. სომხებმა რომ იციან, გაყიდვა გვიჭირს, წიხლს გვაჭერენ და ფასს გვაკლებინებენ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 27 თებერვლის ნომერში