
საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, თეოდოსიოს პელეგრინისგან.
ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყის ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება ქ. ათენის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კონცენტრირებულია ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამასთან, ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად.
"აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბერძნულ მხარესთან", -ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილ ბანკინგით კომუნალური გადახდები უფასოა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მათ ავტომატური გადახდების ფუნქციას მიაბამს.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ბანკში განუცხადეს, ავტომატური გადახდების შემთხვევაში მომხმარებელს საკომისიო არ ეკისრება. "ინტერნეტ და მობაილ ბანკინგში არის ფუნქცია ავტომატური გადახდა, რომელიც მომხმარებელმა უნდა მონიშნოს და მიაბას კომუნალური გადახდები. შედეგად მას ავტომატურად ჩამოეჭრება კომუნალური გადასახადები საკომისიოს გარეშე", - განმარტეს ბანკში.
ფიქსირებული გადასახადების გადარიცხვის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს გადარიცხვის თანხა. სხვა შემთხვევებში ბანკი თავად "არკვევს" გადასახდელ თანხას კომუნალური კომპანიების მიერ მიწოდებული ელექტრონული ქვითრების მეშვეობით და თავად აკეთებს ავტომატურად გადარიცხვას.
ავტომატური გადარიცხვების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადახდებისთვის საკმარისი თანხა უნდა ჰქონდეს ანგარიშზე. ამასთან ერთად, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გადარიცხვის შესრულებისთვის საჭირო თანხა ბარათზე ჰქონდეს კომუნალური გადახდის ბოლო დღემდე, ვინაიდან ბანკის მიერ გადარიცხული თანხა პროვაიდერი კომპანიის ბაზაში აისახება მომდევნო დღეს. წაიკითხეთ გაგრძელება
მკითხველის კომენტარები
(0)