
მოლდოვას რესპუბლიკა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" მიერ დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას შეიძენს.
"დელტას" ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და წინასწარი შეთანხმება მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.
პირველ ეტაპზე საუბარია ორ ასეულამდე სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარზე, რომელიც ქვეყნის ნახევარს დაფარავს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოლდოვაში გაიგზავნება "დელტას" სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც უკვე ადგილზე განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს.
სამუშაოები მოიცავს საცეცხლე დანადგარების და მათი ციფრული მართვის ცენტრის მონტაჟს.
პროექტის საერთო მოცულობა ათ მილიონამდე დოლარს აღწევს. ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ კი ეს ციფრი შესაძლოა გაიზარდოს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები დუბაის, ბეირუთის, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცისა და ს. პეტერბურგის მიმართულებით ემატება.
• Fly Dubai - დუბაი-ბათუმი-ბათუმი
• Wings of Lebanon - ბეირუთი- ბათუმი- ბეირუთი
• Anda Air - კიევი-ბათუმი- კიევი
• Nordavia - ს.პეტერბურგი- ბათუმი - ს.პეტერბურგი
• Nordstar Airlines - მოსკოვი-ბათუმი - მოსკოვი
• Severstal - ჩერეპოვეცი- ბათუმი - ჩერეპოვეცი
გარდა ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებებისა ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ჯამში, ტავ ჯორჯიას მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ზაფხულში ფრენებს ბათუმის მიმართულებით 21 ავიაკომპანია შეასრულებს. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც.
მიმდინარე წელს, ფრენების რაოდენობა გაიზარდა ისრაელიდანაც. თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ოთხი ავიაკომპანია - Esrair Airlines, Arkia, ELAL airlines და Georgian Airlines ანხორციელებს.
მკითხველის კომენტარები
(0)