24 ხუთშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ლარი კვლავ უფასურდება | Allnews.Ge

ლარი კვლავ უფასურდება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4387 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4387 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.4301 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9057 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8809 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0248 ლარი შეადგინა.

ეს კურსი ორშაბათამდე იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა.