
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე შესაძლოა, სავაჭრო ცენტრი აშენდეს. ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ერთ–ერთმა კომპანიამ უკვე მიმართა.
არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიის პროექტს თბილისის საკრებულო განიხილავს. კომპანია არქიტექტურის სამსახურს სთავაზობს ელიავას ტერიტორიის განაშენიანების საკუთარ ხედვას.
კვლევის თანახმად, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"დღევანდელი მდგომარეობით ადგილზე გვხვდება ქაოსურად განვითრებული სხვადასხვა ზომის და ფორმის დროებითი სავაჭრო პავილიონები, რომლებიც დარეგისტრირებული აქვთ სხვადასხვა ფიზიკურ პირებს. ტერიტორიის განსავითარებლად და მოსაწესრიგებლად საჭიროა, ეტაპობრივად მოხდეს არსებული ჯიხურების ადგილმონაცვლეობა და მეპატრონეებთან მოლაპარაკება, ისე რომ გათვალისწინებული იქნას ტერიტორიაზე მომუშავე მესაკუთრეთა ინტერესები. ვაჭრობის განვითრებასთან ერთად პროექტში გათვალიწინებული იქნება გასართობი, კვების და დასასვენებელი ფუნქციის შენობა-ნაგებობები, მოეწყობა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა ავტოსადგომები", – აღწერილია კომპანიის მიერ წარდგენულ დოკუმენტაციაში.
კომპანიისგან განსხვავებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს განსხვავებული პოზიცია აქვს. ჯგუფის ერთ–ერთი ხელმძღვანელის, მერაბ ბოლქვაძის ინფორმაციით, გენგეგმაში ელიავას ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა იყო გათვალისწინებული, - "ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მერია ხვდება მოქმედ ინვესტორებს, რომლის საქმის კურსშიც ჩვენ არ ვართ. ჩვენი პოზიცია ყველამ იცის, გენერალურ გეგმაში ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონის მოწყობა, თუმცა რეკრეაციულ ზონაში გარკვეული ობიექტების არსებობა შეიძლება, მაგრამ რა დოზით, მოლაპარაკებები სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს," – აღნიშნავს მერაბ ბოლქვაძე.
თუ რა დატვირთვა მიეცემა ელიავას ტერიტორიას, ჯერჯერობით უცნობია. საკითხზე გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე შესაძლოა, სავაჭრო ცენტრი აშენდეს. ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ერთ–ერთმა კომპანიამ უკვე მიმართა.
არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიის პროექტს თბილისის საკრებულო განიხილავს. კომპანია არქიტექტურის სამსახურს სთავაზობს ელიავას ტერიტორიის განაშენიანების საკუთარ ხედვას.
კვლევის თანახმად, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია
"დღევანდელი მდგომარეობით ადგილზე გვხვდება ქაოსურად განვითრებული სხვადასხვა ზომის და ფორმის დროებითი სავაჭრო პავილიონები, რომლებიც დარეგისტრირებული აქვთ სხვადასხვა ფიზიკურ პირებს. ტერიტორიის განსავითარებლად და მოსაწესრიგებლად საჭიროა, ეტაპობრივად მოხდეს არსებული ჯიხურების ადგილმონაცვლეობა და მეპატრონეებთან მოლაპარაკება, ისე რომ გათვალისწინებული იქნას ტერიტორიაზე მომუშავე მესაკუთრეთა ინტერესები. ვაჭრობის განვითრებასთან ერთად პროექტში გათვალიწინებული იქნება გასართობი, კვების და დასასვენებელი ფუნქციის შენობა-ნაგებობები, მოეწყობა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა ავტოსადგომები", – აღწერილია კომპანიის მიერ წარდგენულ დოკუმენტაციაში.
კომპანიისგან განსხვავებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს განსხვავებული პოზიცია აქვს. ჯგუფის ერთ–ერთი ხელმძღვანელის, მერაბ ბოლქვაძის ინფორმაციით, გენგეგმაში ელიავას ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა იყო გათვალისწინებული, - "ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მერია ხვდება მოქმედ ინვესტორებს, რომლის საქმის კურსშიც ჩვენ არ ვართ. ჩვენი პოზიცია ყველამ იცის, გენერალურ გეგმაში ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონის მოწყობა, თუმცა რეკრეაციულ ზონაში გარკვეული ობიექტების არსებობა შეიძლება, მაგრამ რა დოზით, მოლაპარაკებები სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს," – აღნიშნავს მერაბ ბოლქვაძე.
თუ რა დატვირთვა მიეცემა ელიავას ტერიტორიას, ჯერჯერობით უცნობია. საკითხზე გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს.
მკითხველის კომენტარები
(0)