16 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
07.09.2017 / 10:09
შრიფტის ზომა:

მუხიანში ე.წ ღამის ქალაქის - "შარდენის" მსგავსი სივრცის მოწყობა იგეგმება

თბილისში, მუხიანში, ყოფილი რადიო-ქარხნის ტერიტორიაზე ე.წ. ღამის ქალაქის მოწყობა იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, "ქართული ოცნება" აღნიშნულ ადგილზე იმდაგვარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აპირებს, რაც "შარდენის" ანალოგიური სივრცის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მეტრო "ახმეტელთან" პოლიცენტრული ზონის მოწყობა იგეგმება

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბში არ ადასტურებენ, რომ ყოფილი რადიო-ქარხნის ტერიტორია ღამის კლუბებს დაეთმობა. თავად კალაძემ კი, გლდანში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს ადგილი ახალგაზრდების დასასვენებელ ადგილად იქცევა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მუხიანში მდებარეობს ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ვაპირებთ, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი რადიო ქალაქი ავაშენოთ, რომელიც იქნება გლდანში, მუხიანში, ავჭალაში, ზაჰესში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა კომფორტულ, სასიამოვნო გარემოში დაისვენოს. ამ ადგილას ავაშენებთ გამაჯანსაღებელ ცენტრს, ახალგაზრდებისთვის დასასვენებელ ადგილს, კაფე-ბარებს იმისთვის, რომ არამარტო ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელი თბილისის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და დაისვენოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ პრიორიტეტად ღამის ეკონომიკის და თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება დაასახელა.

მკითხველის კომენტარები
(1)

თამარი
25 ოქტომბერი , 2019 17:10

კერძო დასახლებას ტაძრის მხარეს რა ბედი ეწევა მაინტერესებს?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მუხიანში ე.წ ღამის ქალაქის - "შარდენის" მსგავსი სივრცის მოწყობა იგეგმება | Allnews.Ge