
"ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გაზის ტარიფი მთელ საქართველოში საშუალოდ 11-12 თეთრით გაიზარდა და მოსალოდნელია დენის ტარიფის გაძვირებაც. ამის შესახებ განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"საზაფხულო არდადეგების პირობებში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელიც შეიძლება პარლამენტარს ან ბიუროკრატს ნაკლებად აღელვებდეს - ეს იყო გაზის ტარიფის ზრდა. რატომღაც ჩაითვალა, რომ რადგან თბილისში მხოლოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა, ასე მოხდა დანარჩენ საქართველოშიც. სინამდვილეში გაზის ტარიფი ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ საქართველოში - საშუალოდ 11-12 თეთრით. მე კონკრეტული რაიონების მაგალითებსაც გეტყვით: საგარეჯოში - 17 თეთრით, გურჯაანში - 13 თეთრით, დუშეთში - 16 თეთრით, ყაზბეგში - 17 თეთრით, გორში - 11 თეთრით, ზესტაფონში - 14 თეთრით, გურიის სამივე რაიონში - 12 თეთრით, აჭარაში - 12 თეთრით...
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუძვირდა გაზის ტარიფი, რასაც შეიძლება ზაფხულის პერიოდში ბევრი ვერც გრძნობდეს, მაგრამ ზამთარში ძალიან მძიმედ დააწვება არაერთ ოჯახს. ამას ვახსენებ "ქართულ ოცნებას", რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი და წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების შემცირება იყო", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე მოსალოდნელია დენის ტარიფის და პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდა. დეპუტატმა ასევე ისაუბრა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაზე, რაც მისი თქმით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით აიხსნება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გაზის ტარიფი მთელ საქართველოში საშუალოდ 11-12 თეთრით გაიზარდა და მოსალოდნელია დენის ტარიფის გაძვირებაც. ამის შესახებ განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"საზაფხულო არდადეგების პირობებში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელიც შეიძლება პარლამენტარს ან ბიუროკრატს ნაკლებად აღელვებდეს - ეს იყო გაზის ტარიფის ზრდა. რატომღაც ჩაითვალა, რომ რადგან თბილისში მხოლოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა, ასე მოხდა დანარჩენ საქართველოშიც. სინამდვილეში გაზის ტარიფი ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ საქართველოში - საშუალოდ 11-12 თეთრით. მე კონკრეტული რაიონების მაგალითებსაც გეტყვით: საგარეჯოში - 17 თეთრით, გურჯაანში - 13 თეთრით, დუშეთში - 16 თეთრით, ყაზბეგში - 17 თეთრით, გორში - 11 თეთრით, ზესტაფონში - 14 თეთრით, გურიის სამივე რაიონში - 12 თეთრით, აჭარაში - 12 თეთრით...
მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუძვირდა გაზის ტარიფი, რასაც შეიძლება ზაფხულის პერიოდში ბევრი ვერც გრძნობდეს, მაგრამ ზამთარში ძალიან მძიმედ დააწვება არაერთ ოჯახს. ამას ვახსენებ "ქართულ ოცნებას", რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი და წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების შემცირება იყო", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე მოსალოდნელია დენის ტარიფის და პროდუქტებზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდა. დეპუტატმა ასევე ისაუბრა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაზე, რაც მისი თქმით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით აიხსნება.
მკითხველის კომენტარები
(2)
მოსალოდნელია პენსიების ათმაგად მომატება ტუ არა და სახალხო აჯანყება !!!!!
ჭიაბერაშვილო! ვიცი რაც ხდება ქვეყანაში,მაგრამ შენგან რაიმეს კრიტიკა ერის შეურაცყოფად არ მიგაჩნია?რაც შენ მარგალიტები აბნიე და თესე შენი მერობის დროს,ნუ კაცობ,ნუ ტიპობ,ნუ ვაჟკაცობ და ნუ ერის შვილობ,რადგან მთელმა ერმა ვიცით რომ ვირიშვილი ხარ,გაუშვით არ დაბლოკოთ.