
თბილისში ქარი 14:00 საათის შემდეგ მკვეთრად შესუსტდება, 16:00-17:00 საათისთვის კი გარეუბნებში თანდათანობით ჩაწყნარდება, თუმცა ღამით მოსალოდნელია სუსტი ქარი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა განმარტავს, გუშინ ღამით ქუთაისში, სურამის გადასასვლელზე, ხაშურსა და მის მიდამოებში, ქობულეთში, გუდაურსა და სტეფანწმინდის მიდამოებში, ბაკურიანში, მუხრანში, დედაქალაქის გარშემო და კახეთის ზოგიერთ რეგიონში ძლიერი ქარი ქროდა, ასევე მსგავსი მეტეოროლოგიური მდგომარეობა აღინიშნა ბოლნისსა და მაღალმთიან რაიონებშიც, თუმცა, სინოპტიკოსის თქმით, დღეს საღამოს ქარი მთელ საქართველოში ჩადგება.
"დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ქარის სიმძლავრე უკვე მკვეთრად შესუსტდა, დედაქალაქშიც ქარი თანდათან უკვე ჩადგომისკენ მიდის", - აღნიშნავს დოდო გვაზავა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
წაიკითხეთ ასევე:
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგები რეგიონებში - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ძირითადი მახასიათებლები საკმაოდ ოპტიმისტური განწყობის საშუალებას იძლევა, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ძირითადი მახასიათებლები, როგორიცაა, ექსპორტი, ტურისტების შემოდინება და ეკონომიკის მდგომარეობა, საკმაოდ ოპტიმისტური განწყობების საშუალებას იძლევა", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ჩვენ ყველას გვინდა, რომ ლარი იყოს სტაბილური ვალუტა, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"წელს ყველა ვგრძნობთ, რომ შიდასავალუტო ბაზარზე მოხდა კურსის სტაბილიზაცია. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები არავის მოგვწონს, მაგრამ კარგია, რომ ბოლო ორ დღეში ლარის გამყარების პროცესი დაიწყო. ძალიან კარგი იქნება თუ ეს გაგრძელდება ნებისმიერი ადამიანისთვის და კომპანიისთვის ამ ქვეყანაში", - განაცხადა ფხაკაძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)