
ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, Bitcoin-ის კურსი ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის 30 პროცენტით დაეცა. ამის შესახებ "ბლუმბერგი" წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 8 ნოემბრის შემდეგ, როდესაც Bitcoin-მა ახალი რეკორდი დაამყარა (7882 დოლარი), კრიპტოვალუტის ფასი 29 პროცენტით შემცირდა.
"ბლუმბერგის“" ანალიტიკოსები ამის მიზეზად ინვესტორების სხვა კრიპტოვალუტაზე - Bitcoin Cash-ზე გადასვლას ასახელებენ. აღნიშნულია, რომ Bitcoin Cash-ის ფასი 10 ნოემბრის შემდეგ 40 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს - 2478 დოლარს მიაღწია, თუმცა დღეის მონაცემით, 1325 დოლარამდე გაუფასურდა.