02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
12.01.2018 / 08:01
შრიფტის ზომა:

12 ყველის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა - წაიკითხეთ ყველის ბაზრის კვლევის შედეგები

"15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული", - ამის შესახებ ასოციაცია MIC-TNS-ის მიერ ჩატარებულ ყველის ბაზრის კვლევაშია ნათქვამი.

კერძოდ, კვლევის თანახმად, აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების - კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ცნობისთვის, ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

კვლევა რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის "საქრძე" დაკვეთით ჩატარდა და ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას ისახავდა მიზნად.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კვლევის ფარგლებში, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზიც ჩატარდა, რომლის თანახმადაც 15 ნიმუშიდან 8-ში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანს-ცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.

კვლევა სამ ეტაპად დაიყო. საწყისს ეტაპებზე, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მომხმარებელთა ის კატეგორია გამოიკითხა, რომელიც ყველის შეძენისას გადაწყვეტილების მიმღებია და ამ პროდუქტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს. შედეგად, მომხმარებელთა მიერ იმერული ყველის მოხმარების სიხშირე, შეხედულებები და ქცევა იქნა შესწავლილი. კვლევის დასკვნით ეტაპზე კი, იმ ობიექტებიდან, სადაც მოსახლეობა ყველს ყველაზე ხშირად ყიდულობს, აღებული ნიმუშები ლაბორატორიულად შემოწმდა.

თბილისში 10 ადგილას საქონლის ხორცი შეამოწმეს

"მთლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხარებელთა 93% იმერულ ყველს მოიხმარს. ასევე, ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ყველი საკულტო პროდუქტია, რომელიც დაკავშირებულია ჯანსაღ საკვებთან, ჯანმრთელობასთან და ორგანიზმისთვის ისეთ სასარგებლო ნივთიერებასთან, როგორიცაა კალციუმი. თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არაეტიკეტირებულ, ე.წ. გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს. მათივე მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, ყველისა და რძის პროდუქტების შენახვის ნორმები მეტადაა დაცული, თვლიან რომ ყველი, ქარხნული წესით არის წარმოებული და არ არის "ნატურალური". ლაბორატორიულმა კვლევამ, მომხმარებელთა შეხედულებებთან მიმართებით სრულიად საწინააღმდეგო შედეგები აჩვენა. წაიკითხეთ გაგრძელება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეები შეამოწმა - იხილეთ შედეგები

მკითხველის კომენტარები
(1)

ტოტო
14 იანვარი , 2018 18:01

კვლევის მეთოდიკა რამდენად სტანდარტულია.სად ნახეს ნაწლავის ჩხირი,ყველის ზედაპირზე,თუ შიგნით ? იქნებ დანა,თუ დანით გაჭრეს დაბინძურებული იყო.ერთჯერადი ხელთათმანები,თუ ეცვათ და სინჯების ამღებმა ხელთათმანიანი ხელი იქნებ დახლს დაადო და დაუბინძურდა ? იქნებ,ნიამა დაუბერა და ყველი ზეაპირულად დაბინძურდა.თბილისი გავსებულია ძაღლების და კატების ფეკალიებით.სოფლებში ცხოველების ფეკალიებით დაბინძურებულია ყველაფერი.თბილისის გარშემო მთებზე ,საძოვრებზე უამრავი საქონელია,მათი ფეკალიები შრება და ქარი,რომ დაუბერავს ქალაქისკენ მოაქვს მტვერთან ერთად.ასეა რაიონებშიც,ხოდა ამდენი და კიდევ ბევრი იცის ყველის გამყიდველმა,ამომყვანმა და შემმოწმებელმა.<br />ნაწლავის ჩხირი არ უნდა იყოს პათოგენური ანუ დაავადების გამომწვევი,თორემ ფეკელიებით გავსებულ ქალაქში ნაწლავის ჩხირი იქნება აბა არ იქნება.ასეთი სპეციალისტები უნდა გაყარო სამსახურიდან.სირცხვილია.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

12 ყველის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა - წაიკითხეთ ყველის ბაზრის კვლევის შედეგები | Allnews.Ge