ეკონომიკა
31.01.2018 / 10:01
შრიფტის ზომა:

მამუკა ხაზარაძე დიზელის შემოტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საქართველოში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრებისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, შეხვედრა იყო საკმაოდ საინტერესო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენ წარვადგინეთ კვლევა, რომელიც ჩატარდა "საქართველოს ბიზნესასოციაციაში" და ობიექტურად ვაჩვენეთ ის დადებითი მხარეები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოხდა, ასევე ის გამოწვევები, რომელიც არის. ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის სასამართლოს კუთხით არსებული სიტუაცია საქართველოში. ამავე დროს, ის დადებითი ტენდენციები იქნა აღნიშნული, რომელიც იქნა მიღებული რეფორმების შედეგად, კერძოდ, მოგების გადასახადის თემა იყო, საპენსიო რეფორმის დაწყება, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. მე პირადად დავაყენე საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია. კონკრეტულად მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა. ეს ეხება კერძოდ, დიზელის საწვავს, რომელიც არის, პრაქტიკულად, დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევი ქალაქებში, კერძოდ, თბილისში ჰაერის დაბინძურების 67% მოდის საწვავზე. საკმაოდ სწორად იქნა ეს აღქმული. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ჩვენ ვიხილავთ საკმაოდ საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით, რამეთუ ჩვენ უნდა ვაშენოთ ხარისხიანი ქვეყანა და ხარისხი იწყება იმით, რასაც ჩვენ ვსუნთქავთ და რასაც მივირთმევთ და აქ საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა ხარისხის მიღწევაში წარმოების, საკვების, ეკოლოგიის მიმართულებებით", - განაცხადა ხაზარაძემ.

რა მოსდის ავტომობილს, როდესაც დაბინძურებული საწვავი ავზში ხვდება?

მკითხველის კომენტარები
(21)

სიმართლე.
11 სექტემბერი , 2018 11:09

ნანა! 10 კი არა 8 კაპიკი. ე.წ. "სალიარკა" 3 კაპიკი, ხოლო დიზელის საწვავი "დიზტოპლივო" 1 კაპიკი.

დათო
02 თებერვალი , 2018 06:02

ჩემო ,,ნიჭიერო ინიციატორო" მამუკა, შენი და მაგ ჩინოვნიკების დიდი მანქანები რომლებიც ბენზინის სწვავზე მუშაობენ შემთხვევით მეტ ზიანს ხომ არ აყენებენ გარემოს? მაგალითად CO2-ის რა რაოდენობას გამოყოფს კილომეტრზე შენნაირების დიდ კუბატურიანი ბენზინზე მომუშავე ავტომობილები? მაგალითისთვის ჩვენი ჩინოვნიკების საყვარელ ბენზინზე მომუშავე TOYOTA Land Cruiser 200 4.7 V8 5AT (288 HP) CO2 -ის გამოყოფა აქვს 340 g/km , ხოლო იგივე დიზელზე მომუშავე TOYOTA Land Cruiser 200 4.5 V8 D-4D 6AT (286 HP) CO2 -ის გამოყოფა აქვს 270 g/km . ბევრი სხვა პარამეტრითაც დიზელი უკეთესია ჩემო მამუკა. ასე რომ სანამ რაიმე ინიციატივას წამოაყენებ კონსულტაცია საავტომობილო სფეროს სპეციალისტებთან გაიარე,რომელთა რიცხვს მე არ მივეკუთვნები და რომლებიც საბნკო საქმის მართვის ახალი ინიციატივებით არ გამოდიან:)))))))))))))))))))))))

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მამუკა ხაზარაძე დიზელის შემოტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის | Allnews.Ge