01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
21.02.2018 / 12:02
შრიფტის ზომა:

ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენსა და ჩირზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა

ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირსა და სხვა პროდუქციაზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ქართულ და თურქულ მხარეს მოლაპარაკების საბოლოო რაუნდი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის დელეგაციის შეხვედრა შედგა. ქართულ დელეგაციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, თურქეთის დელეგაციას კი - ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბექჩი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

უწყების ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა. გარდა ამისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები აგრეთვე გაიზარდა ცოცხალ ცხვარზე და თხაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

"მოლაპარაკების შედეგების შესაბამისად, ქართულ ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში," - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ვაჭრობა დაფარავს მომსახურებით ვაჭრობასაც, რომელზეც მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"დღეს საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ქართულ დელეგაციასთან ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოცულობითი განახლების საკითხი განვიხილეთ. შეხვედრა ძალზე პოზიტიური და ნაყოფიერი იყო. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის სფეროში დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდეს, სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს," - განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნიჰათ ზეიბექჩიმ ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის დროული ამოქმედება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ექსპორტის მოცულობა.

მკითხველის კომენტარები
(1)

ალექს
24 თებერვალი , 2018 02:02

ამეებს თურქეთი უხვად აწარმოებს,ჩვენ მხოლოდ ქუმსიშვილის პიარპროექტ "აწარმოე საქართელოში " ფარგლებში,ეჭვიც არ მეპარება,რომ ეს გარიგება ჩვენი საზიანოა,მეორე ნაწილში,რომელსაც გიმალავენ, ეწერება,რომ თურქული ჩირი თავისუფლდება აქ კვოტირებისა და საბაჟო გადასახადებისაგან,დღგ-სგან,სარჩული კი ვითომ ჩვენის პროტექციაა იქა ,ქუმსიშვილი კი აპრავებს პიარს,სხვაგან წერია ,ვითომ თათარაზე მოთხოვნაა ისეთი, ვერ აუდიან და ინვესტორს ეძებენ,კრედო არ აფინანსებს ნეტავ იაფი კრედიტის ფარგლებში ,აბა ინვესტორი მთელ თუ არა ნახევარ მოგებას არ წაიღებს !?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენსა და ჩირზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა | Allnews.Ge