27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
23.02.2018 / 07:02
შრიფტის ზომა:

მამუკა ხაზარაძე - ბანკებმა უნდა მოვითმინოთ

ჩვენ, როგორც ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესს უნდა უწყობდეს ხელს, მზად ვართ, ვიდგეთ იმ რიგში, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმის ვადის 2023 წლამდე გადაწევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა ჯერ კიდევ შარშან, როცა ამ თემაზე მიდიოდა მსჯელობა. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს ეს ამბავი, მაგრამ იმდენად დიდი მნიშვნელობის რეფორმა გაკეთდა და იმდენად დიდია უკვე შედეგი, რომ ალბათ, ვიღაცამ ცოტა უნდა მოითმინოს. ამ შემთხვევაში ბანკებმა უნდა მოვითმინოთ და საშუალება მივცეთ ბიზნესს განვითარების და იმ თანხების ბიზნესში ჩაბრუნების, რომელიც უკვე სახეზე გვაქვს და ასეული მილიონი დოლარის რეინვესტიციაზეა საუბარი. ჩვენ, როგორც ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესს უნდა უწყობდეს ხელს, მზად ვართ, რომ ვიდგეთ იმ რიგში, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამასთან, ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე საფინანსო სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმის ვადა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს.

მკითხველის კომენტარები
(1)

პატრიოტი
01 მარტი , 2018 15:03

მაგარი სირცხვილია მამუკა ხაზარაძე რომ ხმას იღებს. მართლა ფურთხის ღირსია ეს ქვეყანა ასეთ ვიგინდარებს, რომ აძლევს ხმის ამოღების საშუალებას. მთელი საბანკო სისტემა გასანადგურებელია ამ ქვეყანაში და ყველა ბიზნესის ნაციონალიზაციაა გამოსაცხადებელი. დრო მოვა და ასეც მოხდება. აი მაშინ კი გეშინოდეთ...!!!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მამუკა ხაზარაძე - ბანკებმა უნდა მოვითმინოთ | Allnews.Ge